დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 58 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.160.016268 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2014 - 27/01/2015)
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის მე–3 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების გადასახდელების დაფინანსება განახორციელოს ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესაბამისად. |
მუხლი 3 |
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 82–ე მუხლის თანახმად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 4 |
დაევალოთ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და სამსახურების ხელმძღვანელებს ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უზრუნველყონ საფინანსო გეგმებისა და ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვების წარდგენა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 28,485.9 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 7,000.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 16,633.8 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 4,852.1 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 31,347.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 667.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1,967.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1,300.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3,529.1) ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-460.0) ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გასასტუმრებელი ვალდებულებები შედგენს 460.0 ათასი ლარს, კერძოდ:
|
მუხლი 13.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 200.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 293.7 ათასი ლარი; ბ. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 201.8 ათასი ლარი; გ. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 4.5 ათასი ლარი.
|
თავი II
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად მნიშვნელოვანია სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ქ. რუსთავში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვის, გაწვევისა და მათი ტრანსპორტირების ღონისძიებები. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, რომელიც ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 31–ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქ. რუსთავში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. რუსთავში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, ასევე ახალი და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. 2.1.1 გზებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქში არსებული შიდაგზების, ეზოებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია და გზების ორმული დამუშავება. 2.1.2. ქუჩებში ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი აღნიშვნების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქში გზების დახაზვა და საგზაო ნიშნების მოწყობა. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა. 2.2.1. საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია; ასევე დაგეგმილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. ამხანაგობები მოსახლეობის ჩართულობის პრინციპით განახორციელებენ მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების სხვადასხვა კომუნალური პირობების მოწესრიგებას. 2.2.2. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქალაქის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ელ. ენერგიის ხარჯი, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში სანათი წერტილების მოწყობა/რეაბილიტაცია. 2.2.3. დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის დასუფთავების“ მეშვეობით, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. გათვალიწინებულია ნაგავსაყრელის პირველი კვარტლის ხარჯების დაფინანსება (იმ შემთხვევაში თუ გაჭიანურდა სამინისტროს ადმინისტრირებაში გადაცემის პროცედურები) რათა იფუნქციონიროს სრული დატვირთვით, რაც შეინარჩუნებს ქალაქის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. 2.2.4. წყლისა და სანიაღვრე/საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. რუსთავში ტაშკენტის ქუჩის N5–ის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა. 2.2.5. ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურისა და გამწვანების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „უზრუნველყოფის“ პროგრამა, რაშიც გათვალისწინებულია არსებული გამწვანების მოვლა–პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, შადრევნების მოვლა-პატრონობის სამუშაოები; ასევე ქალაქის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება თვითმმართველი ქალაქის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით; ასევე ზემოხსენებული ააიპ-ი განახორციელებს ქალაქის გარე განათების მოვლა–პატრონობას. 2.3. ქალაქის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების რეაბილიტაცია/კეთილმოწყობა, არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია. 2.3.1. სკვერების, ძეგლებისა და მემორიალების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების, მემორიალებისა და ძეგლების მოწყობა/რეაბილიტირებასთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მშენებარე არქივის შენობის მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია. 2.3.2. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რემონტი (პროგრამული კოდი 03 03 04) ქალაქის საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის მიზანი ამ შემთხვევაში შენობების ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის შენარჩუნებაა, რა დროსაც არსებული სარემონტო სამუშაოებით ხდება უფრო მეტი დაზიანებებისა და შესაბამისად მეტი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის თავიდან აცილება; ასევე დაგეგმილია ყაზბეგის N1–ის ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რჩეულიშვილის N6ა-ში სახლის ტკეჩის კედლებიანი ფასადის გამაგრება/რეაბილიტირება, კონსტიტუციის ქ. N19-ში სტიქიის შედეგად დაზიანებული აივნის რეაბილიტაცია, გიორგაძის N26 საცხოვრებელი სახლის ფასადისა და დაზიანებული მიშენების რეაბილიტაცია, მერიის შენობაზე პანდუსის მოწყობა და მე-19 მკ/რ N5-ში ასაკეცი პანდუსის მოწყობა. 2.3.3. სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 06) ქალაქში დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საფუძველს მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესების გათვალისწინებით შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 2.4. მუნიციპალური ტრანსპორტის სუბსიდირება (პროგრამული კოდი 03 04) ქალაქში კვლავ აქტუალური რჩება შიდასაქალაქო ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. საწვავისა და მარაგ ნაწილების სულ უფრო მზარდი ფასები ასახვას პოულობს მგზავრობის საფასურზე. პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა შიდასაქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული ტარიფის შენარჩუნება შესაბამისი ორგანიზაციის დოტაციის გზით, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა გააჩნია.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01 01) პროგრამას ახორციელებს ააიპ „რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება“; ქალაქში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 21 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 6 250 ბავშვი. საბავშვო ბაღებში რეაბილიტირების ჩატარების შემდეგ ბავშვების რაოდენობა გაიზრდება. 3.2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი“, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის 140 ბენეფიციარი.
ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1. სასპორტო სკოლების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „რუსთავის სპორტული სკოლების გაერთიანების“ დაფინანსებას, რომელიც აერთიანებს 4 სპორტულ სკოლას და 1300–ზე მეტ სპორტსმენს; გაერთიანება მოიცავს სპორტის სხვადასხვა სახეობას და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. 4.1.2. სპორტული კლუბების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „რაგბის კლუბის რუსთავის ხარები“–სა და შპს „საკალათბურთო კლუბი რუსთავის 1991“-ის ფინანსური მხარდაჭერას. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება საახალწლოდ ქალაქის გაფორმებისათვის საჭირო ხარჯები. 4.2.2. სახელოვნებო სკოლები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო გაერთიანებებისა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი“, რომელიც აერთიანებს 3 მუსიკალურ და 1 ხელოვნების სკოლას, თითოეულში სწავლობს 200-ზე მეტი მოსწავლე; ასევე ზემოხსენებული ააიპ–ი უზღუნველყოფს სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობას; ასევე ფინანსდება 1 სამხატვრო სკოლა, სადაც სწავლობს 70-მდე მოსწავლე. 4.2.3. კულტურის სახლები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს:
4.2.4. მუზეუმი (ქვეპროგრამის კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „რუსთავის ისტორიული მუზეუმი“–ს დაფინანსებას, რომელიც სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამიანთა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ მასალას; შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიური სიამოვნების მინიჭების მიზნით; მუზეუმი აღვივებს საზოგადოების თვითშეგნებას პატრიოტული სულისკვეთებით. 4.2.5. ბიბილიოთეკები (ქვეპროგრამის კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს 4 ბიბლიოთეკას, სადაც ხდება ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობა, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტება და სრული აღრიცხვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით. 4.2.6. კულტურული დაწესებულებების რეაბილიტაცია (ქვეპროგრამის კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება რუსთავში არსებული კულტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის: მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, თეატრის, კულტურის ცენტრისა და ბიბლიოთეკების რემონტი. 4.2.7. კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია (ქვეპროგრამის კოდი 05 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქში ერთ–ერთი დიდი რეკრეაციული ზონის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც განხორცელდება ტბის წყლის გამშვები ნაგებობის რემონტი, პარკში მოეწყობა მინის სტადიონი, ფრენბურთის მოედნები და სკეიტ-პარკი, არსებული ხის ფანჩატურს ძველი იერსახის შეუნარჩუნების მიზნით ჩაუტარდება რესტავრაცია. 4.3. ახალგაზრდული ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „რუსთავის ახლაგაზრდული ცენტრი“, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ქალაქის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 4.4. მეუფის რეზიდენციისა და ტაძრების დახმარება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში იგეგმება თვითმმართველობის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა კომუნალური ხარჯების დაფარვის სახით.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. მინიმალური სასურსათო კვების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი (0-დან 150 000-მდე ქულის მქონე) მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 1 800 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. 5.2.2. სარიტუალო მომსახურებები (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ომში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 300 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით; ქ. რუსთავის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. 5.2.3. შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0–დან 57 000–მდე სარეიტინგო ქულის მქონე საციალურად დაუცველი ოჯახების სასმელი წყლის გადასახადისაგან გათავისუფლება (ბენეფიციართა რაოდენობა ცვალებადია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით). 5.2.4. შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0–დან 150 000–მდე სარეიტინგო ქულის მქონე საციალურად დაუცველი მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა (ბენეფიციართა რაოდენობა ცვალებადია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით); ქალაქში მცხოვრები ვეტერანების მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის უზრუნველყოფა (1 450-ზე მეტი ბენეფიციარი); სსიპ–ებისა და სხვადასხვა ა(ა)იპ–ების თანამშრომლების მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათები (2 570–ზე მეტი ბენეფიციარი); შშმ პირთა მუნიციპალურ ტრანსპორტზე შერავათები (50–ზე მეტი ბენეფიციარი). 5.2.5. ინდივიდუალური დახმარებების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ რუსთაველ ჯარისკაცთა ოჯახების (75 ბენეფიციარი), 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში (4 ბენეფიციარი) და 2004 წლის აგვისტოს თვეში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების (3 ბენეფიციარი), საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისა (3 ბენეფიციარი) და ე.წ. მინდობით აღმზრდელი ოჯახების (40 ბენეფიციარი) კომუნალური გადასახადების დაფარვა, თითოეულ ოჯახზე წელიწადში 500 ლარის ოდენობით; ასევე გათვალიწინებულია საოპერაციო მკურნალობების დაფინანსება ონკოლოგიურ და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებზე. 5.2.6. უხუცეს დღეგრძელთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთავში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი მატერიალურ დახმარება, თითოეულზე 300 ლარი. 5.2.7. მუნიციპალურ მოხუცთა სახლი (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების თავშესაფრით, კვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. 5.2.8. მოქალაქეთა მედიკამენტებით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსთავში მცხოვრები 0–დან 150 000–მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და პენსიონერი მოქალაქეების მედიკამენტებით დახმარება. 5.2.9. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 0–დან 150 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალურ დახმარება, თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით (668 ბენეფიციარი). 5.2.10. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ოჯახების მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტატუსით უსინათლო ბენეფიციარების (132 ბენეფიციარი) კომუნალური ხარჯების დაფარვა (დენი 210 ლარის ფარგლებში და გაზი 250 ლარის ფარგლებში წლიურად). 5.2.12. საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის გამო მობინადრეთა განსახლებისათვის საჭირო ანაზღაურების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ავარიული საცხოვრებელი სახლის გაძლიერება-გამაგრებასთან დაკავშირებული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მობინადრეთა დროებითი გამოსახლება.
|
მუხლი 16.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები