დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 47 |
დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/08/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016146 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
47
29/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
010250020.35.129.016146
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (30/12/2014 - 03/08/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
მოქმედების სფერო |
1.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდეგში - წესი) განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტში (შემდგომში მუნიციპალიტეტი) არსებული საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე (მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას. |
2.
ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე. |
3.
ამ წესის მოქმედება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება |
1.
საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.chiatura.org.ge. |
2.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის ზუსტი და დროული მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ. |
3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირი–ვებმენეჯერი უზრუნველყოფს ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსებას და პერიოდულ განახლებას. |
4.
ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება: |
ა)
მუნიციპალიტეტში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); |
ბ)
საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, წევრების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); |
გ)
ინფორმაცია საკრებულოს ფრაქციების და კომისიების შემადგენლობის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); |
დ)
გამგებლისა და მოადგილეების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); |
ე)
საკრებულოს აპარატის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და ფუნქციები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); |
ვ)
საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); |
ზ)
გამგეობის სამსახურების უფროსების, გამგეობაში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); |
თ)
მუნიციპალიტეტის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი, საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); |
ი)
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); |
კ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდება კვარტალურად); |
ლ)
ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში); |
5.
ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია. ასევე ის ინფორმაცია, რომელიც არ არის გამოქვეყნებული სხვა წესით. |
მუხლი 3.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი |
1.
მუნიციპალიტეტი ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი. |
2.
პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „საჯარო ინფორმაცია”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. |
3.
კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. |
4.
საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე. |
5.
ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. |
მუხლი 4.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და გაცემა |
1.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (publicinfo@chiatura.org.ge ) წერილობითი განცხადების გაგზავნის ან/და განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის გზით. |
2.
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის მეშვეობით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. |
3.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ვადები. |
4.
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება განცხადების ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლისა და მისი რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან. |
5.
თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, პასუხისმგებელი პირი დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერას და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ. |
მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები