საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016296
45
03/08/2018
ვებგვერდი, 08/08/2018
010250020.35.129.016296
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №45

2018 წლის 3 აგვისტო

ქ. ჭიათურა

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის თანდართული წესი (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილება (სსმ, 30/12/2014, სარეგისტრაციოკოდი-010250020.35.129.016146).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი №1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისდა საჯარო

ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი


მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესი (შემდეგში  წესი) განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტში (შემდგომში მუნიციპალიტეტი)  არსებული საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე (მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე) განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს, ასევე საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციაზე.

3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულზე, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება
1. საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.chiatura.org.ge.

2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის ზუსტი და დროული მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საკრებულოს აპარატისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, პასუხისმგებელი პირი–ვებმენეჯერი უზრუნველყოფს ინფორმაციის ვებგვერდზე დროულად განთავსებას და პერიოდულ განახლებას.

4. ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას განეკუთვნება:

ა) მუნიციპალიტეტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი; განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ბ) მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები;

გ) მუნიციპალიტეტში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

დ) საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, წევრების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ე) ინფორმაცია საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების შემადგენლობის შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ვ) მერის, მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ზ) საკრებულოს აპარატის, მერიის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და ფუნქციები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

თ) საკრებულოს აპარატის უფროსის, საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი,  ბიოგრაფიული მონაცემები  (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ი) მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

კ) მუნიციპალიტეტის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი, საკრებულოს აპარატისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);

მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში შემოსული განცხადებების და მათზე გაცემული პასუხების შესახებ ზოგადი სტატისტიკა (ქვეყნდებაკვარტალურად);

ნ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ  (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში).

5. ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია, ასევე ის ინფორმაცია, რომელიც არ არის გამოქვეყნებული სხვა წესით.


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
1. მუნიციპალიტეტი ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს განახლების თარიღი.

2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება „საჯარო ინფორმაცია”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

3. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.

4. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.

5. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.


მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა და გაცემა
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (publicinfo@chiatura.org.ge)  წერილობითი განცხადების გაგზავნის ან/და განცხადების მატერიალური ფორმით წარდგენის გზით.

2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნის მეშვეობით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 

3. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ვადები.

4. მოთხოვნილი  საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება განცხადების ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსვლისა და მისი რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან. 

5. თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, პასუხისმგებელი პირი დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერას და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობით მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.