დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016414 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2014 - 26/08/2015)
|
,,არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44
3მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქცია N1 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს „პროგრამის განხორციელების განრიგი“ N2 დანართის, „ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის განხორციელების შეფასების ფორმა“ N3 დანართის, „ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმა“ N4 დანართის, „ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში „ატლანტისი“ მონაწილეობის თაობაზე ბენეფიციარის თანხმობის ფორმა“ N5 დანართის, „სერთიფიკატის“ ფორმა N6 დანართის და „ბენეფიციარის შეფასების ფორმა პროგრამის დასრულებისას“ N7 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა „ატლანტისი“ განხორციელდეს სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ამავე დაწესებულების სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურში შექმნილი პროგრამის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ.
|
| მუხლი 4 |
დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს ამ ბრძანების მე-3 მუხლში აღნიშნული სამსახურის თანამშრომელთათვის სასწავლო პროგრამის შემუშავება და გადამზადება არაუგვიანეს 2015 წლის 28 თებერვლისა.
|
| მუხლი 5 |
პროგრამის განხორციელება დაიწყოს 2015 წლის 1 მარტიდან.
|
| მუხლი 6 |
|
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი - მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი - მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან.
|
|
დანართი N1
|
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების
ინსტრუქცია |
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს ინსტრუქცია აწესრიგებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში (შემდგომში - დაწესებულება) მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) „ატლანტისი“ განხორციელებას.
მუხლი 2. პროგრამის არსი 1. პროგრამა წარმოადგენს ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან სხვა ფსიქო-აქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა (შემდგომში - ბენეფიციარი) რეაბილიტაციის თერაპიულ მოდელს. 2. პროგრამა მტკიცდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 3. პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა 1. პროგრამა ხორციელდება დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ შენობაში, სადაც განთავსებულია ბენეფიციართა საცხოვრებელი და პროგრამის განსახორციელებელი ოთახები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორია მოიცავს: ა) ოთახს ჯგუფური თერაპიისთვის; ბ) ოთახს ინდივიდუალური თერაპიისთვის; გ) აუდიტორიას; დ) ბიბლიოთეკას; ე) სივრცეს სპორტული აქტივობებისთვის. ვ) პროგრამის განხორციელებისათვის სხვა საჭირო ოთახებს. 3. პროგრამაში შესაძლებელია ერთდროულად მონაწილეობდეს არაუმეტეს 12 ბენეფიციარი.
მუხლი 4. პროგრამის განმახორციელებელი ჯგუფი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფროსის ბრძანებით დაწესებულების სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის მოსამსახურეებისაგან იქმნება პროგრამის განმახორციელებელი ჯგუფი (შემდგომში - ჯგუფი). 2. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ა) პროგრამის ფსიქოლოგი; ბ) თერაპიის ინსტრუქტორი. 3. ჯგუფის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდეს დამხმარე. 4. საჭიროების შემთხვევაში ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეული იქნას სხვა პირი. 5. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულებაში შეიძლება შეიქმნას რამდენიმე ჯგუფი.
მუხლი 5. პროგრამის ფსიქოლოგი პროგრამის ფსიქოლოგის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ჯგუფის საქმიანობის მართვა და კოორდინირება; ბ) ჯგუფის შეხვედრების მოწვევა და ხელმძღვანელობა; გ) ჯგუფის თითოეული წევრის საქმიანობის ინდივიდუალური შეფასება და საქმიანობის გასაუმჯობესებლად წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) პროგრამის მიმდინარეობის ორგანიზება და მათ განხორციელებაში უშუალოდ მონაწილეობა; ე) ჯგუფის საქმიანობის ამსახველი კვარტალური ანგარიშების მომზადება და სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსისათვის წარდგენა; ვ) ბენეფიციართა შერჩევაში მონაწილეობა; ზ) პროგრამის განხორციელების განრიგის განსაზღვრა (დანართი N2); თ) ჯგუფის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფა.
მუხლი 6. თერაპიის ინსტრუქტორი თერაპიის ინსტრუქტორის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) პროგრამის განხორციელებასა და ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა; ბ) ბენეფიციარის მიერ პროგრამის პირობების, მათ შორის პროგრამის განხორციელების განრიგისა და ბენეფიციარის პროგრამაში მონაწილეობაზე კონტროლი; გ) პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარის ოჯახის წევრებთან შესაბამისი მუშაობა; დ) ბენეფიციარის ინდივიდუალური დოკუმენტაციის წარმოება; ე) თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებასთან დაკავირებით არანაკლებ თვეში ერთხელ ჯგუფისათვის შეფასების წარდგენა (დანართი N3).
მუხლი 7. დამხმარე 1. დამხმარე არის პროგრამის ყოფილი მონაწილე, რომელიც სასჯელს იხდის ან იხდიდა დაწესებულებაში და წარმატებით აქვს გავლილი პროგრამა; 2. დამხმარის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) ბენეფიციართან ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მუშაობაში დახმარების გაწევა; გ) ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობა; 3. დამხმარე ანგარიშვალდებულია პროგრამის ფსიქოლოგის წინაშე. დამხმარის საქმიანობა პროგრამაში არ არის ანაზღაურებადი.
მუხლი 8. პროგრამა და ვადები 1. პროგრამა შედგება მულტიდისციპლინური აქტივობებისგან (მათ შორის ლექციები, ტრენინგები, ჯგუფური თერაპია, ინდივიდუალური კონსულტაცია), რაც გაწერილია ყოველდღიური განრიგის სახით. 2. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 თვეს. 3. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4 თვეზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა თავისუფლების შეზღუდვით და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უკვე ჩართული იყო ამ პროგრამაში. 4. პროგრამის ხანგრძლივობა შესაძლოა გაგრძელდეს დამატების 2 თვემდე ვადით, ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობის შემთხვევაში: ა) თერაპიული საჭიროებიდან გამომდინარე; ბ) ობიექტური მიზეზების გამო ადგილი ჰქონდა თერაპიის გარკვეული ვადით შეწყვეტას. 5. ბენეფიციარისათვის პროგრამის ვადის გაგრძელების საკითხს და ხანგრძლივობას ჯგუფის წინაშე აყენებს თერაპიის ინსტრუქტორი, არანაკლებ პროგრამის დასრულებამდე 2 კვირით ადრე. ჯგუფის შეხვედრის თაობაზე დგება ოქმი. 6. გადაწყვეტილება რეაბილიტაციის გაგრძელების თაობაზე მიიღება პროგრამის ფსიქოლოგის მიერ, რის თაობაზეც წერილობით ეცნობება სააგენტოს სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსს.
მუხლი 9. ბენეფიციარის შერჩევა 1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარებს არჩევს კომისია (შემდგომში - კომისია), რომელსაც ქმნის სააგენტოს უფროსი. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს სააგენტოს უფროსი. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) დაწესებულების უფროსი ან დაწესებულების უფროსის მოადგილე; ბ) სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი; გ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; დ) აღსრულების სამსახურის უფროსი; ე) პროგრამის ფსიქოლოგი. 3. საჭიროების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან შესაბამისი პროფილის ექიმი/სპეციალისტი. 4. კომისიის მიერ ბენეფიციართა შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) მსჯავრდებული არის ალკოჰოლზე ან/და ნარკოტიკზე ან/და სხვა ფსიქო-აქტიური ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების მქონე; ბ) მსჯავრდებულს სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში; გ) მსჯავრდებული აცხადებს წერილობით თანხმობას შეასრულოს პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები და მონაწილეობა მიიღოს პროგრამის დღის განრიგით განსაზღვრულ აქტივობებში; დ) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს მის პროგრამაში მონაწილეობას; ე) დაწესებულების შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით მსჯავრდებული არ წარმოადგენს საფრთხის მატარებელს დაწესებულებისა და სხვა პირთათვის. 5. კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობა. 6. კომისია ბენეფიციარის შერჩევაზე გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დაწესებულების შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული მოხსენება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე) შესწავლისა და ბენეფიციართან შეხვედრის შემდეგ. 7. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კომისია მსჯავრდებულს უწევს რეკომენდაციას დაწესებულების უფროსის წინაშე, რომელიც ამტკიცებს მის მონაწილეობას პროგრამაში.
მუხლი 10. ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმა 1. პროგრამაში ბენეფიციარის მიღების შემდეგ, ჯგუფი ახდენს მასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზს და ატარებს მასთან ერთობლივ ინტერვიუს. 2. ჯგუფი ბენეფიციართან ერთად 2 კვირის ვადაში ადგენს ოთხი თვის ინდივიდუალურ გეგმას (დანართი N4), რომელშიც მითითებულია ბენეფიციართან დაკავშირებული პრობლემები, მათი დაძლევის მიზნით განსახორციელებელი აქტივობები და პასუხისმგებელი პირები. ჯფუფი აფორმებს თანხმობის დოკუმენტს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინდივიდუალური გეგმის შესადგენად განსაზღვრული 2 კვირა შედის პროგრამის საერთო ვადაში. 4. ჯგუფი, როგორც წესი, იკრიბება კვირაში ერთხელ მაინც. 5. ჯგუფი, ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, ჯგუფის ნებისმიერი წევრის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლებამოსილია მოახდინოს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის განხილვა და მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. 6. ინდივიდუალური გეგმის საბოლოო ვერსიის შედგენისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბენეფიციარს. 7. ბენეფიციარი უფლებამოსილია: ა) წერილობით წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმასა ან მასში შეტანილ ცვლილებებზე; ბ) უარი განაცხადოს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმის ან გეგმაში შეტანილი ცვლილებების განხორციელებაზე. 8. ბენეფიციარის მიერ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმის ან გეგმაში შეტანილ ცვლილებებზე საკუთარი მოსაზრებების წერილობით წარდგენის შემთხვევაში, ჯგუფი ვალდებულია წარდგენიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილოს ბენეფიციარის მოსაზრებები და ჩამოაყალიბოს სამოქმედო გეგმის საბოლოო სახე. 9. ბენეფიციარის მიერ ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე ან გეგმაში შეტანილ ცვლილებებზე უარის თქმა წარმოადგენს ბენეფიციარის პროგრამიდან გარიცხვის საფუძველს.
მუხლი 11. ბენეფიციარის უფლება-მოვალეობები 1. პროგრამის მსვლელობისას ბენეფიციარი შეუზღუდავად სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც დადგენილია დაწესებულების დებულებით. 2. ბენეფიციარზე ვრცელდება დისციპლინური და ადმინისტრაციული პასუხისმგბელობის ყველა ის ფორმა, რაც დაწესებულების დებულებით არის განსაზღვრული. 3. ბენეფიციარი ვალდებულია: ა) დაესწროს და შეასრულოს პროგრამით გათვალისწინებულ ინდივიდუალური გეგმით გაწერილ ღონისძიებებს. ბ) დაიცვას პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ბენეფიციარის თანხმობის დოკუმენტით (დანართი N5) განსაზღვრული პირობები. 4. ბენეფიციარს, პროგრამაში მონაწილეობის ნებისმიერ ეტაპზე, უფლება აქვს განაცხადოს უარი მასში მონაწილეობაზე.
მუხლი 12. ბენეფიციარის გაფრთხილება და გარიცხვა პროგრამიდან 1. დისციპლინური ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგომა ბენეფიციართან მიმართებით ან ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დარღვევა, შეიძლება გახდეს ბენეფიციარის პროგრამიდან გარიცხვის საფუძველი. 2. ამ ბრძანების მე-10 მუხლის მე-9 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობის დადგომის შემთხვევაში, ბენეფიციარის პროგრამაში დარჩენის საკითხს განიხილავს კომისია. 3. კომისიის სხდომა ტარდება უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შესახებ დასაბუთებული ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 4. კომისია ბენეფიცირთან გასაუბრების შედეგად, ხმათა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ბენეფიციარის პროგრამაში დატოვების თაობაზე; ბ) ბენეფიციარისათვის გამოსაცდელი ვადის დაწესების თაობაზე, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. გ) ბენეფიციარის პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის თაობაზე. 5. ბენეფიციარისთვის გაფრთხილების მიცემისა და გამოსაცდელი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, კომისია გამოსაცდელი ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში იკრიბება ბენეფიციარისათვის პროგრამის გაგრძელების ან პროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამ შემთხვევაში კომისიის სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე. 6. პროგრამიდან ამორიცხვის თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება დაწესებულების უფროსს, რომელიც ვალდებულია ამორიცხოს მსჯავრდებული პროგრამიდან. გადაწყვეტილება დაერთვება მსჯავრდებულის სააღსრულებო საქმეს.
მუხლი 13. პროგრამის დასრულება 1. პროგრამის განხორციელების შედეგების შესახებ ინფორმაცია წარედგინება დაწესებულების უფროსსა და სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსს. 2. ბენეფიციარს, პროგრამის დასრულების შემთხვევაში, გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი (დანართი N6), რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების უფროსი და პროგრამის ფსიქოლოგი. სერთიფიკატს თან ერთვის ბენეფიციარის შეფასების ფორმა (დანართი N7). სერთიფიკატის ასლი დაერთვება მსჯავრდებულის სააღსრულებლო საქმეს.
|
დანართი N2
|
პროგრამის განხორციელების განრიგი
|
პროგრამის ფსიქოლოგი ______________________________
|
დანართი N3
|
ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის განხორციელების შეფასების ფორმა
|
შემფასებლის ხელმოწერა: | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი N4
|
ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმა
|
ინდივიდუალური გეგმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი N5
|
ბენეფიციარის თანხმობა ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში „ატლანტისი“ მონაწილეობის თაობაზე
|
სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუფდვის დაწესებულება
"___" "__________" 20__წ.
დაწესებულებაში პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს _______ თვეს. საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარის თანხმობით, პროგრამის განმახორციელებელი ჯგუფის შეთავაზების საფუძველზე, შესაძლებელია პროგრამაში მონაწილეობის ხანგრძლივობა გაგრძელდეს დამატებით 2 თვემდე ვადით. მე, __________________________________________________________თანახმა ვარ (ბენეფიციარის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი (ასეთის არსებომის შემთხვევაში)) 1. შევასრულო პროგრამაში მონაწილეობის წესები, მუდმივად და პუნქტუალურად დავესწრო შეხვედრებს; 2. შევასრულო პროგრამის განმახორციელებელი ჯგუფის წევრების დავალებები ინდივიდუალური გეგმის თანახმად; 3. ამეკრძალოს აგრესიის (მათ შორის სიტყვიერი) გამოვლენა; 4. არ გავამჟღავნო შემთხვევები, რომლებსაც ჩემი ან სხვა ბენეფიციარის თერაპიისათვის ზიანის მიყენება შეუძლია; 5. მივიღო აქტიური მონაწილობა თერაპიულ პროცესში; 6. არ განვიხილო და არ გავავრცელო სხვა ბენეფიციართა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია; 7. დავიცვა პირადი ჰიგიენა და სისუფთავე; 8. თერაპიის ინსტრუქტორის მოთხოვნით ნებისმიერ დროს გავიარო ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკის ან/და ნებისმიერი ფსიქო აქტიური ნივთიერების მოხმარების გამოსავლენი ტესტ-კონტროლი; 9. თერაპიის ინსტრუქტორს მივაწოდო ინფორმაცია თერაპიის პროცესზე მოქმედი პრობლემების შესახებ.
------------------------------------ ბენეფიციარის ხელმოწერა |
დანართი N6
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო
ს ე რ თ ი ფ ი კ ა ტ ი
ეძლევა
ბენეფიციარის სახელი, გვარი ________________________________________ მასზედ რომ,
თარიღი: - დან - მდე
მონაწილეობა მიიღო ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ, სხვა ფსიქო-აქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამაში „ატლანტისი“
სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსი :
___________________________ ხელმოწერა
პროგრამის „ატლანტისი“ ფსიქოლოგი
___________________________ ხელმოწერა
გაცემის თარიღი: თან ერთვის შეფასების ფორმა |
დანართი N7
|
ბენეფიციარის შეფასება პროგრამის დასრულებისას
|
შემფასებელი: (სახელი,გვარი) ________________________________ ხელმოწერა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები