დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016965 |
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს №100 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/08/2015, 100110000.22.038.016515); ბ) „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №160 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2014, 100110000.22.038.016414); გ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მარტის №28 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21/03/2014, 010320040.22.038.016283); დ) „თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის სპეციალური საშუალებების გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 თებერვლის №17 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21/02/2014, 110110000.22.038.016273); ე) „თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 30 დეკემბრის №373 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30/12/2013, 100110000.22.038.016251). |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები