„თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016518
103
26/08/2015
ვებგვერდი, 27/08/2015
100110000.22.038.016518
„თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №103

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №160 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის „ატლანტისი“ განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №160 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016414 31/12/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 443 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4 თვეზე ნაკლები იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა თავისუფლების შეზღუდვით და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე ჩართული იყო ამ პროგრამაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი