ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17-46
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.101.016054
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17-46
12/12/2014
ვებგვერდი, 16/12/2014
010260040.35.101.016054
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/12/2014 - 15/04/2016)

 

ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17-46

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, “ვ” და ,,ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, მეორე პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და 121 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებელი და დამტკიცდეს მისი გადახდის თანდართული ინსტრუქცია. (დანართი 1) 
2. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართისა (დანართი 2). 
3. დამტკიცდეს დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი” (დანართი 3).  
4. ქ. თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 2,5 ლარით თვეში, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 2 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.  
5. წინამდებარე გადაწყვეტილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ უფლება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. 
6. ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, „ქ. თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის #7-22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები, ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად.
7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ქ. თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის #7-22 გადაყვეტილება;

ბ) „დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე ქ.  თბილისის მთავრობის 2013 წლის 31 მაისის № 17.02.622 დადგენილება.

8. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი




დანართი 1

 

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

 

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”   საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებლის გადახდის წესს.

2. ეს წესი აწესრიგებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული,  უფლებამოსილი სამსახურის მეშვეობით,  მოსაკრებლის ამოსაღებად, იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით. 

 

მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი 

მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. მოსაკრებელის განაკვეთი, წესდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.  

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

3. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 

4. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.

6. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

7. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.

 

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება

1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა)  – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.  

4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა  და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.

5. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 

6. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

 

მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

2. მუნიცუპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.

 

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები

1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს  შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით. 

2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მოსაკრებლის გადამხდელი;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა.

3. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.

 

მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ  სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.



დანართი 2

 

დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების  მოსაკრებელი

 

დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები

ზომის ერთეული

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3

მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები

საერთო ფართის 1 მ2

0,022

0,027

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,1

3

კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,331

0,41

4

მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები (თავშესაფარი), უმწეოთათვის უფასო სასადილოები

მომსახურების ერთეული ადგილი

0,128

0,16

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთ მოსწავლეზე, აღსაზრდელზე

0,198

0,25

6

სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები

მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)

1,72

2,15

7

საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები

მომსახურების ერთეული ერთი საწოლი

1,157

1,45

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების,  სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები

საერთო ფართის 1 მ2

0,16

0,2

9

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, საჯინიბოები, კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)

ღია ფართის 1 მ2

0,02

0,025

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,1

 

10

სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)

სამუშაო ფართის 1 მ2

0,76

0,95

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, ბირჟები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,25

0,31

12

აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

საერთო ფართის 1 მ2

0,3

0,37

13

შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები

საერთო ფართის 1 მ2

0,21

0,26

14

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)

ღია ფართის 1 მ2

0,02

0,025

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,1

 

15

ავტოგასამართი სადგურები

საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,1

16

სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები, სასაკლაოები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,04

0,05

დახურული საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,1

 

17

სატრანსპორტო საშუალებების  სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, შავი და ფერდი ლითონების მიმღები პუნქტები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,02

0,025

დახურული საერთო ფართის 1 მ2

0,14

0,17

 

18

აბანოები, საუნები და საცურაო აუზები

საერთო ფართის 1 მ2

0,18

0,22

19

სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები

საერთო ფართის 1 მ2

0,35

0,43

20

მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის 1 მ2

0,25

0,31

21

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

2,4

3

22

საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,96

1,2

23

საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე)

სამუშაო ფართის 1 მ2

0,26

0,32

24

დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო ფართის 1 მ2

0,36

0,45

25

საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები, აეროპორტები, რკინიგზის  და მეტროპოლიტენის სადგურები

ღია ფართის 1 მ2

0,008

0,01

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,1

 

26

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები, მდინარეებზე, ტბებზე და ე.წ თბილისის ზღვაზე არსებული ფასიანი სანაპირო ზოლები

საერთო ფართის 1 მ2

0,008

0,01

27

სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთი ადგილი

0,6

0,75

28

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის 1 მ2

0,008

0,01

29

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)

საერთო ფართის 1 მ2

0,04

0,05

 

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის

 

მ = გ X რ.

მ - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის. (ლარი);

გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);

რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).



დანართი 3

 

დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების  მართვის ორგანიზების, მომსახურების წესების დადგენის, ოპერატორის შერჩევისა და   თბილისის  საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს.

2.  თბილისში უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით, საკრებულოს თანხმობით მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი (სამსახური) უფლებამოსილია:

ა) ორგანიზება გაუკეთოს თბილისის  დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებში, წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მის გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას;

ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას.

3. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება:

ა)  უშუალოდ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის მეშვეობით;

ბ)  მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით;

გ) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების  მეშვეობით;

დ) თბილისის  მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით;

ე) თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ.

4. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება, ასევე ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვით მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორის მეშვეობით ხელშეკრულების საფუძველზე.

5.  თბილისის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული უფლებამოსილება  შეიძლება განხორციელდეს ცალ-ცალკე ან სრულად.

6. თბილისის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს. თბილისის მთავრობა  თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე.

7. თბილისის მთავრობას თბილისის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების სფეროში უფლებამოსილებები შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირებს.

8. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების,  რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

9. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.

10. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, გადაწყვეტილებას იღებს  თბილისის საკრებულო.

11. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი,  აგრეთვე სამსახური ან ოპერატორები (მათ შორის მომხმარებლის მიერ შერჩეული ოპერატორი), ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები, შეასრულონ თბილისის საკრებულოსა და თბილისის მთავრობის სამართლებრივი აქტები.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნარჩენები – ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთიერება ან ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე და/ან მფლობელი, თუ ამგვარი რამ (როგორც ვალდებულება) გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მიერ დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნებიდან;

ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – დასახლებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ფართზე საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და სხვა ნარჩენი, რომლის შემადგენლობა ამ ნარჩენის მსგავსია, აგრეთვე  თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო   საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს;

გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების წარმოებისას  წარმოქმნილი ნარჩენები და ანალოგიური  ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და სახიფათო  ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;

დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში;

ე)  სახიფათო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ საერთაშორისო, მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ და/ან მავნე ნივთიერებებს;

ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;

ზ) ნარჩენების მესაკუთრე – ნარჩენების წარმომქმნელი და/ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე;

თ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;

ი) ნარჩენების განკუთვნილი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები  და ა.შ.;

კ) თბილისის დაგვა-დასუფთავება - მექანიზირებული დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა;

ლ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის;

მ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, სეპარაცია, გადამუშავება, გამოყენება,  გაუვნებლება, განთავსება;

ნ) მომხმარებელი – თბილსისისდაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;

ო) ოპერატორი – თბილისის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი  ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი;

პ) ნარჩენების სეპარაცია – ნარჩენების დაყოფა ცალკეულ ფრაქციებად;

ჟ) ნარჩენების გაუვნებლების და/ან განთავსების ობიექტი –  სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის;

რ) ნარჩენების გაუვნებლება – ნარჩენების დამუშავება, განთავსება  ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით;

ს) მოსაკრებელი – თბილისის საკრებულოს მიერ, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებული აუცილებელი გადასახდელი;

ტ) მოსაკრებლის გადამხდელი – მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს;

უ) აბონენტი - თბილისის  ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განმახორციელებელ სამსახურში ან ოპერატორთან;

ფ) სამსახური –  უფლებამოსილი სამსახური;

ქ) ინდივიდუალური მეწარმე – „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი;

           

მუხლი 3. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი

1. ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი თბილისში მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას,  გაუვნებლებას, განთავსებას.

2. თბილსიში დაგვა-დასუფთავების მაშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ველოსიპედით სავალ ბილიკებს, კიბეებს, ხიდებსა და გვირაბებს, გამყოფი შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების, შიდაკვარტალური ეზოების ჩათვლით.

3. თბილისის დაგვა-დასუფთავებაში შედის არამარტო ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, არამედ ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებაც; თოვლცვენის დროს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალი ქუჩების თოვლისაგან გაწმენდა (მარილის მოყრა ან/და მექანიკური გაწმენდა). თბილისის  დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია.

4. დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენი აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე.

5. ნებისმიერი მესაკუთრე, მოიჯარე ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია.

6. ნარჩენები შესაძლებელია შეგროვდეს სახეობების მიხედვით. ამ პროცესის დაწყებისა და შესაგროვებელი სახეობების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  თბილისის საკრებულო .

7. მომხმარებელი ვალდებულია ნარჩენები განათავსოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება.

 

მუხლი 4. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები

1. თბილისის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.

2. თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები ვალდებულია მასთან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლება/განთავსებაზე პასუხისმგებლობა გადასცეს თბილისში მოქმედ სამსახურს ან ოპერატორს.

3. ნარჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა  დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და განადგურებისათვის ნარჩენი გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.

4. ნარჩენების მესაკუთრეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ სამსახურს ან ოპერატორს მხოლოდ თბილისის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ის ეწევა.

5.  თბილისის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე მესაკუთრე ფიზიკური პირი რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე.

6. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.

7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან  დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ თბილსის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

8. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი  გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

9. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

10. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება თბილისის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ  ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.

11. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე.

 

მუხლი 5. ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები, შესაგროვებელი ნარჩენები და  მათი ტრანსპორტირება

1. თბილისში ნარჩენების შესაგროვებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი  სათავსები.

2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ ამ წესით ან საქართველოს კანონმდებლობითსხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში განთავსება.

4. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიული პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს უფლება აქვთ თავად უზრუნველყონ საკუთარი თავი საკმარისი მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებით, რომელთა დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს უფლებამოსილ სამსახურსა ან ოპერატორთან.

5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ სამსახურის ან ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში.

6. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში, განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები; მიწა; ქვები; ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენს საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის,  ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე, სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

7. თბილისის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან  ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში.

8. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა.

9. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით.

10. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყროს სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს.

11. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება.

12. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს.

13. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები ამ წესებიდან გამომდინარე ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა სამსახურს ან ოპერატორს.

14. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია. თბილისის  იმ ნაწილებში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ან ნებისმიერ  სხვა ტერიტორიაზე არსებულ სათავსში.

15. საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობისათვის ღონისძიების ორგანიზატორთან მოლაპარაკების საფუძველზე შეიძლება სამსახურის ან ოპერატორის შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოიყოს სათავსები. მომხმარებლად ითვლება ღონისძიების ორგანიზატორი და საჭირო ხარჯები დაიფარება მის მიერ, სამსახურთან ან ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

 

მუხლი 6. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომელიც თავისი შემცველობის გამო გარემოსა და საზოგადოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროებს ცალკე შეგროვებას  (გარდა იმ სახიფათო ნარჩენებისა, რომელთა გადაზიდვა-განთავსება რეგულირდება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით), სამსახურს ან ოპერატორს უფლება აქვს, ცალკე განსაზღვრულ დროს, გამოყოს სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება მათ შესაგროვებლად და ტრანსპორტირებისათვის.

 

მუხლი 7. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება

1. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე,  განსაზღვრულ დროს.

2. სამსახურის ან ოპერატორის მიერ განსაზღვრული  დროის გარდა მომხმარებლისათვის სასურველ დროს დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.

3. დიდგაბარიტიანი ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია.

 

მუხლი 8. ნარჩენების საკუთრება

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული და ნარჩენებისთვის განკუთვნილ სათავსში განთავსებული ნარჩენები თბილისის საკუთრებაა, ხოლო ამ წესის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნორიოში არსებულ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე (თბილისის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები  თბილისის საკუთრებაა.

2. მესამე პირს არ აქვს უფლება ტრანსპორტირებისათვის გამზადებული ნარჩენები წაიღოს ან გაჩხრიკოს. სამსახური ან ოპერატორი არ აანაზღაურებს არაუფლებამოსილი პირების მიერ ნარჩენების ჩხრეკით მიყენებულ ზარალს.

3. ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას  თბილისს  უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს ქალაქში მოქმედ ოპერატორს ან სხვა პირს.

4. ნარჩენების მართვის მომსახურების მიმწოდებელი სამსახური ან ოპერატორი არ არის ვალდებული მოძებნოს დაკარგული ნივთები ნარჩენებში.

 

მუხლი 9. მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი

1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები,  თბილისის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის გადახდის გზით.

2. სავალდებულოა მოსაკრებლის, გადახდა დადგენილ ვადებში.

3. მოსაკრებლის გადაუხდელობა ან გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად.

 

მუხლი 10. ნარჩენების გაუვნებლება, სეპარაცია და განთავსება

1. შეგროვებული ნარჩენები ტრანსპორტირდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სადაც ხდება მისი სეპარაცია და/ან გაუვნებლება.

2. ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ნარჩენების განთავსება და გაუვნებლება წარმოებს ნარჩენების გაუვნებლებისა და განთავსების ობიექტებზე.

4. ნარჩენების სეპარაცია შეიძლება წარმოებდეს როგორც ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან, ასევე ნარჩენების განთავსებისა  და გაუვნებლების  ობიექტებზე.

 

მუხლი 11. ტექნოლოგიები თბილისის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში

თბილისში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტეინერების მექანიზებული უხმაურო დაცლით, დამწნეხით და ჰერმეტულად დახურული. მტვერსასრუტი, მექანიკური დამგველი მანქანები, მუშაობის დროს არ უნდა წარმოქმნიდნენ მტვერს და ა.შ.) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს თბილისის განაშენიანებით მრავალფეროვან და რელიეფით რთული ქუჩებისა და მოედნების მომსახურებას და ვიზუალურად უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქის იერსახისადმი წამოყენებულ მოთხოვნებს. მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკურად და ესთეტიურად მისაღები ინვენტარითა და სპეცტანსაცმლით.

 

მუხლი 12. ოპერატორის შერჩევა მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით

1. თბილისის მთავრობამ თბილისის საკრებულოს თანხმობით დაგვა-დასუფთავებისა და/ან ნარჩენების მართვის მომსახურება ოპერატორის შერჩევის წესით შეიძლება განახორციელოს მომსახურების მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით განხორციელების შემთხვევაში.

2. ოპერატორის შერჩევა უნდა მოხდეს შესყიდვების შესახებ საქართველში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 13. ოპერატორის ან/და ოპერატორების შერჩევა კონკურსის წესით

1.  თბილისის მთავრობამ თბილისის საკრებულოს თანხმობით   უფლებამოსილია დაგვა-დასუფთავებისა და ნაჩენების მართვის მომსახურება განახორციელოს კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით.

2. კონკურსის პირობები უნდა განისაზღვროს შესყიდვების შესახებ საქართველში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 14. თბილისის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება თბილისის  მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით  დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით

თბილისის მთავრობამ თბილისის საკრებულოს თანხმობით თბილისის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება შეიძლება განახორციელოს თბილისის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს ამ წესით, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

 

მუხლი 15.  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ

თბილისის მთავრობამ თბილისის საკრებულოს თანხმობით თბილისის  დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება შეიძლება განახორციელოს თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს ამ წესით, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით.

 

მუხლი 16. მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორის მეშვეობით მომსახურების გაწევა

მომხმარებლების მიერ შერჩეულმა ოპერატორმა მომსახურება უნდა განხორციელოს ამ წესებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ხელშეკრულებით განისაზღვროს დამატებითი წესები, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ დებულებით და კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ ნორმებს.


12. 28/12/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 35-109 - ვებგვერდი, 28/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 30/06/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 27-53 - ვებგვერდი, 03/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 17/03/2023 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 23-16 - ვებგვერდი, 20/03/2023 9. 23/12/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 18-114 - ვებგვერდი, 26/12/2022 8. 09/08/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 13-78 - ვებგვერდი, 10/08/2022 7. 16/07/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 12-70 - ვებგვერდი, 18/07/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 06/05/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10-49 - ვებგვერდი, 10/05/2022 5. 15/04/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 9-44 - ვებგვერდი, 18/04/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 18/03/2022 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 8-19 - ვებგვერდი, 21/03/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 27/12/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 4-12 - ვებგვერდი, 28/12/2021 2. 18/10/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 47-79 - ვებგვერდი, 22/10/2019 1. 15/04/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10-27 - ვებგვერდი, 19/04/2016