დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8-19 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/03/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260040.35.101.016960 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/03/2022 - 15/04/2022)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 16/12/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010260040.35.101.016054) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად დანართისა (დანართი 2)“; 2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „დანართი 2“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 2
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ.
მ - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალურ მეწარმეთათვის და მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის (ლარი); გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა 2022 წლის 1 აპრილამდე გაიცა.
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები