საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016252
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
83
28/11/2014
ვებგვერდი, 02/12/2014
010250020.35.122.016252
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/12/2014 - 14/12/2018)

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №83

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. წყალტუბო

 

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი, №1 დანართის შესაბამისად /თან ერთვის/.
მუხლი 2
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, №2 დანართის შესაბამისად /თან ერთვის/.
მუხლი 3
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმა, №3 დანართის შესაბამისად /თან ერთვის/.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე



 დანართი №1 
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 

წ ე ს ი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი /შემდგომში – წესი/ განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. წინამდებარე წესი არეგულირებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.


მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს:

ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;

ბ) ამ წესის მე–5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.tskaltubo.ge.


მუხლი 3. ინფორმაციის კატეგორიები
1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.

3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა.


მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება
1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა  და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.

2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე–5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.

3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი და გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.


მუხლი 5. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და საკრებულოს აპარატის უფროსი ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს -   აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების,  დროებითი სამუშაო ჯგუფების ფუნქციების აღწერა.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები /დებულება, შინაგანაწესი/.

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში.

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები.

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილეების,  სტრუქტურული ერთეულების უფროსების, გამგებლის  წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები.

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობისა  და მისი სტრუქტურული ერთეულების, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი.

7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა.

8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი.

9. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა.

10. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია.

11. ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.



 დანართი №2 
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის

სტანდარტი


მუხლი 1. ზოგადი დებულება
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და ფორმას.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ /ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო/ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებით მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ, განცხადებაში მითითებულ ელ–ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.

3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა.


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციულ სამსახურში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე tskaltubo1@gmail.com ზემოთ ჩამოთვლილი თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად /დანართი № 3/.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.


მუხლი 4. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევნება:

ა) ინფორმაციის მომთხოვნის მიერ მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;

ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;

გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.

2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღურულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.


მუხლი 5. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე /ელექტრონულ ფოსტაზე/ შემოსული ელ.განცხადება, მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციულ სამსახურს რეგისტრაციისათვის და შესრულება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.

2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება – მომზადების შემდგომ, ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.

3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით.

4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციულ სამსახურში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.



 დანართი №3 

მოქალაქე – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

მცხოვრები – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

ტელ/მობ: – – – – – – – – – – – – – – –

 

ორგანიზაციის დასახელება: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – /მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება/

            ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ:

1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით – –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –.

2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა.

3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემს/ჩვენს მიერ წარმოდგენილი მეხსიერების ბარათზე/ კომპაქტურ დისკზე;

4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა.

/მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა/

 

დაინტერესებული პირი /განმცხადებელი/ ––––––––––––––––––––––

 

თარიღი: ––––––––––––