„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016509
64
14/12/2018
ვებგვერდი, 19/12/2018
010250020.35.122.016509
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №64

2018 წლის 14 დეკემბერი

ქ. წყალტუბო

 

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №83 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ნოემბრის №83 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016252; 01/12/2014) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის,  „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №36 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტისა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №42  დადგენილების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ვებგვერდის ადმინისტრირება

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: tskaltubo.gov.ge.“.

დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის  მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება

1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა  და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი.

3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი და მერიის   ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი.“.

4. დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია

ვებგვერდზე სავალდებულო გამოქვეყნებას ექვემდებარება შემდეგი სახის ინფორმაცია:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების,  დროებითი სამუშაო ჯგუფების  შემადგენლობა, მათი წესდებები;

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები /დებულება, შინაგანაწესი/;

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საქმიანობის შესახებ ანგარიში, კერძოდ:

ა) საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ – წელიწადში ერთხელ, მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში – წელიწადში ერთხელ, მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

გ) საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების, მერიისა და საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ – წელიწადში ერთხელ, წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

ე) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები;

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეების,  სტრუქტურული ერთეულების უფროსების, მერის  წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები;

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეების, აპარატის უფროსისა და აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები;

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოა და მერიის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი;

7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონის ნომერი;

8. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;

9. საკრებულოსა და მერიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში;

10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საკრებულოსა და მერიაში შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა;

11. საკრებულოსა და მერიაში გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა;

12. საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;

13. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი;

14. ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია – ქვეყნდება კვარტალში ერთხელ;

15. ინფორმაცია საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირებზე, ასევე სხვა საჯარო მოხელეებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და ფულადი ჯილდოს ოდენობების შესახებ (ჯამურად) – ქვეყნდება ყოველწლიურად;

16. ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა საჯარო მოხელეებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებების შესახებ) – ქვეყნდება ყოველწლიურად;

17. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსანტრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით (რომელიც ემსახურება საკრებულოსა და მერიას) – ქვეყნდება ყოველწლიურად;

18. ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად;

19. საკრებულოს დადგენილებები, განკარგულებები;

20. მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ის ბრძანებები, რომლებიც მათი აზრით საზოგადოებრივი ინტერესების შემცველია;

21. ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით;

22. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინიციატივა, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.

23. პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.“.

5. დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის   ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე – მერიაში მიმართვის შემთხვევაში tskaltubo1@gmail.com-ზე, ხოლო  საკრებულოსათვის მიმართვის შემთხვევაში – tskaltubo.sakrebulo@gmail.com-ზე,  ზემოთ ჩამოთვლილი თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად /დანართი №3/.“.

6. დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4  პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე (ელექტრონულ ფოსტაზე) შემოსული ელ.განცხადება, მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციულ და შესყიდვების სამსახურს რეგისტრაციისათვის და შესრულება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.

2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება-მომზადების შემდგომ, ქალაქ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.

3. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და შესყიდვების   სამსახურში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ახალაძე