დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 637 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/11/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.018256 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/11/2014 - 03/02/2015)
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს კანონის (www.matsne.gov.ge, 23/09/2013, 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში დაფუძნდეს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ა) ქართული სპორტის მუზეუმი; ბ) საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი; გ) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი; დ) საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქართული სპორტის მუზეუმი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სპორტის მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №217 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული სპორტის მუზეუმის უფლებამონაცვლედ. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის №851 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა ფედერაციის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 ნოემბრის №617 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე განისაზღვროს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 31 ოქტომბრის №669 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უფლებამონაცვლედ. 6. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განახორციელოს ამ დადგენილებით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო კონტროლი, მათი დებულებების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების დანიშვნა. |
| მუხლი 2 |
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქმედი დებულებების ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამავე დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოქმედი ხელმძღვანელების ან მათ თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულებების ახლიდან დამტკიცებას. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები