სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ

სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020492
177
12/04/2018
ვებგვერდი, 16/04/2018
040030000.10.003.020492
სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2018 წლის 12 აპრილი

   ქ. თბილისი

 

სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ

„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად:

მუხლი 1
რეორგანიზებულ იქნეს სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმი სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან  მიერთების გზით. სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჩაითვალოს სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის უფლებამონაცვლედ.
მუხლი 2
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და  სსიპ – საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უზრუნველყონ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის №637 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2014, 040030000.10.003.018256) და დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს დადგენილების  პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი.
მუხლი 4
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2018 წლის 1 ივნისამდე.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი