საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიკვიდაციისა და აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის №637 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018417
33
03/02/2015
ვებგვერდი, 04/02/2015
040030000.10.003.018417
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიკვიდაციისა და აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის №637 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №33

2015 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიკვიდაციისა და აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის №637 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:

ა)  ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (შემდგომში - სასახლე);

 ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სასახლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.  

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, სასახლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით,  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში  ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 ნოემბრის №637 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2014, 040030000.10.003.018256) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს:

ა)  პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი;

ბ)  პირველი მუხლის მე-5 პუნქტი.

მუხლი 3
სასახლის ლიკვიდაციამდე წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 4
კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის სასახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებისა (ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. №6-ში მდებარე 25201 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 01.15.05.064.010), და მოძრავი ნივთების გადაცემა, შემდგომში სასახლის ქონების ბაზაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული მსგავსი პროფილის დაწესებულებისათვის გადასაცემად;

ბ)  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის შესაბამისი თანხების გამოყოფა, შემდგომში სასახლის ქონების ბაზაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული მსგავსი პროფილის დაწესებულების ფუნქციონირების მიზნით.  

მუხლი 5
დადგენილება, გარდა მე-2 და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 
მუხლი 6
დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.       

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი