შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ

შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.135.016108
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
26/09/2014
ვებგვერდი, 03/10/2014
010250050.35.135.016108
შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/10/2014 - 31/10/2014)

 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2014 წლის 26 სექტემბერი

დაბა შუახევი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შუახევის მუნიციპალიტეტი დაიყოს 9 ადმინისტრაციულ ერთეულად.
მუხლი 2
შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:
ა) შუახევის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: დაბა შუახევი, სოფელი ჩანჩხალო, სოფელი სხეფი, სოფელი დაბაძველი, სოფელი ოქროპილაური, სოფელი ბესელაშვილები, სოფელი გუნდაური;
ბ) შუბნის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი შუბანი, სოფელი იაკობაური, სოფელი კობალთა, სოფელი დარჩიძეები, სოფელი წელათი, სოფელი ტომაშეთი; სოფელი ქუთაური;
გ) ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ოლადაური, სოფელი მაწყვალთა, სოფელი კარაპეტი,  სოფელი მახალაკიძეები, სოფელი პაპოშვილები;
დ) დღვანის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი დღვანი, სოფელი ქიძინიძეები, სოფელი გოგინაური, სოფელი კვიახიძეები, სოფელი ლომანაური;
ე) უჩამბის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი მოფრინეთი, სოფელი სამოლეთი, სოფელი წაბლანა, სოფელი ცინარეთი, სოფელი ტბეთი, სოფელი გოგაძეები, სოფელი ჯაბნიძეები, სოფელი ლაკლაკეთი;
ვ) ჭვანის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ჭვანა, სოფელი ტაკიძეები, სოფელი ახალდაბა, სოფელი წყაროთა, სოფელი ჭალა, სოფელი ცეკვა, სოფელი ცხემლისი;
ზ) ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ბარათაული, სოფელი გომარდული, სოფელი ვანი, სოფელი ზემოხევი, სოფელი წანკალაური;
თ) წყალსაყრის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ბრილი, სოფელი ინწკირვეთი, სოფელი ნაღვარევი,  სოფელი ხაბელაშვილები, სოფელი ჟანივრი;
ი) ზალეთის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ფურტიო, სოფელი ბუთურაული, სოფელი ნიგზაეული, სოფელი ნენია.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე