„შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/10/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.135.016113
34
31/10/2014
ვებგვერდი, 07/11/2014
010250050.35.135.016113
„შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2014 წლის 31 ოქტომბერი

დაბა შუახევი

 

„შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №29 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №29 დადგენილებაში (გამოქვეყნებული ვებგვერდი, matsne.gov.ge; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.135.016108) შევიდეს შემდეგი  ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ჭვანის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ჭვანა, სოფელი ტაკიძეები, სოფელი ახალდაბა, სოფელი წყაროთა, სოფელი ჭალა, სოფელი ცეკვა, სოფელი ცხემლისი; სოფელი ცივაძეები; სოფელი ხიჭაური.“.

ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეული. დასახლებები: სოფელი ფურტიო, სოფელი ბუთურაული, სოფელი ნიგაზეული, სოფელი ნენია“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე