გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016223
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
25
12/09/2014
ვებგვერდი, 16/09/2014
010250050.35.148.016223
გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/09/2014 - 11/09/2015)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი



დანართი
გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო
   ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე  გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

მუხლი 2. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.

   2. პრემიის მიზნებია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.


მუხლი 3. პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1. გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიცირების უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.

   2. პრემიის გაცემის შესახებ გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ- საკრებულოს თავმჯდომარე.


მუხლი 4. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.