დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016287 |
|
„გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2014; 010250050.35.148.016223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სათაური და დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს. 2. პრემიის გაცემის შესახებ გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიმართ – საკრებულოს თავმჯდომარე“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს“. ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გორის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები