დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/06/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.110.016174 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/09/2014 - 28/11/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ" ქვეპუნქტის, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობის შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის პროცედურის დაცვით ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა.
ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის 5მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4,0მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე, დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა; ე) V კატეგორიის ელექტრო სადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი); ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს); ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა; თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები; ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები; კ) ლანდშაპტური მშენებლობა ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა მ) სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს მოწყობა ნ) ბანკომატის განთავსება ო) საჩდილობლის მოწყობა პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება. ჟ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა; რ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნია საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება; ს) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა; ტ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ3-მდე მოცულობის და არაუმეტეს 2.2მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა; უ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლისა და წნეოკოშკების მშენებლობა; ფ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა; ქ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება ; ღ) აბრებისა და რეკლამების განთავსება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღობების მოწყობა/დემონტაჟი. შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. ჩ) თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50- მეტრიან ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა 1-ლი პუნქტის ,,ე”, ,,ზ”, ,,თ”, ,,კ“, ,,ლ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“, ,,რ“, ,,ს“, ,,ფ“, ,,ქ“, ,,შ“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით; ც) თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდებარედ 50-მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში, I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა 1-ლი პუნქტის ,,ე”, ,,ზ”, ,,თ”, ,,კ“, ,,ლ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“, ,,რ“, ,,ს“, ,,ფ“, ,,ქ“, ,,შ“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით. |
| მუხლი 2 |
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად დადგენილების მე-2 პუნქტის შემთხვევაში, დამკვეთის მიერ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის შესახებ განცხადებასთან ერთად ნებართვის გამცემი ორგანოსათვის დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) მიწის ნაკვეთის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; საჭიროების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა; ბ) სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით; გ) სანებართვო ობიექტის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსების სიტუაციური გეგმა (გაბარიტული ზომებისა და საზოგადოებრივ საზღვართან მიბმის ჩვენებით, ტერიტორიის მოწყობის ჩვენებით); დ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა ან/და ცნობა სამშენებლო მოედნის სტიქიური გეოლოგიური საშიშროების ზონაში არ მდებარეობის შესახებ. ე) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდკონსტრუქციებს, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 მაისის #25 დადგენილება (სსიპ ,,საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 03/06/2013, ს/კ 010250020.35.110.016133 |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები