აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების დადგენის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/06/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016414
10
23/06/2020
ვებგვერდი, 24/06/2020
010250020.35.110.016414
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების დადგენის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
 
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2020 წლის 23 ივნისი

აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის  კოდექსი“  94-ე  მუხლის  მე-4  ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, I კლასის დაბალი წნევის გაზსადენი, ასევე ისეთი საშუალო წნევის გაზსადენი, რომლის შიდა დიამეტრი არ აღემატება 100 მმ-ს, 10 ატმოსფერომდე 500 მმ-მდე დიამეტრის წყალსადენი, 600 მმ-მდე დიამეტრის წყალარინების მილი, ქუჩის ნაწილი, რომელიც არის ჩიხ/გასასვლელი, ელექტროგადამცემი ხაზი 1 კ. ვოლტიდან 20 კ. ვოლტამდე, მშენებლობის  მარტივი  შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, დადგინდეს მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, I კლასის კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს), მშენებლობის  მარტივი  შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, დადგინდეს მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულება, კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №34 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა კვიტაშვილი