„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 24/06/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016184
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
28/11/2014
ვებგვერდი, 01/12/2014
010250020.35.110.016184
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/12/2014 - 20/01/2015)

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. აბაშა

„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 სექტემბრის №34 დადგენილებაში (ვებგვერდი, 15/09/2014 სარეგისტრაციო კოდი  010250020.35.110.016174)  შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს  ახალი რედაქციით:

„ჩ) თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან 50-მეტრიან ზონაში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ასაშენებლად (გარდა 1-ლი პუნქტის ,,ე”,  ,,ზ”, ,,თ”, ,,კ“, ,,ლ“, ,,მ“, ,,ნ“, ,,ო“, ,,რ“, ,,ს“, ,,ფ“, ,,ქ“, ,,შ“, ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე