ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7-13
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016013
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7-13
02/09/2014
ვებგვერდი, 03/09/2014
280120000.35.101.016013
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/09/2014 - 31/10/2014)

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7-13

2014 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქ. თბილისის საკრებულო ადგენს:

1. ქ. თბილისის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის - ,,ჯანმრთელობის  დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, გარდა ქ. თბილისის ბიუჯეტის 6.2.9. პუნქტით გათვალისწინებული სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებებისა, უზრუნველყოს ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა (შემდგომში - სამსახური) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობებმა მოქმედი კანონმდებლობისა და მათი დებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
2. ქ. თბილისის ბიუჯეტის 6.2.9. პუნქტით გათვალისწინებული სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელების მიზნით ქ. თბილისიის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შეიქმნას ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების  ხელშეწყობის კომისია“.
3. დამტკიცდეს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების  ხელშეწყობის კომისიის“ დებულება დანართი 1-ის  შესაბამისად.
4. დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ქ. თბილისის ბიუჯეტის 6.2.9. პუნქტით გათვალისწინებული სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების განხორციელების წესი“ დანართის 2-ის შესაბამისად.
5. ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ ქალაქ თბილისის მერიის საგარანტიო წერილებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განხორციელდეს, აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 
6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი 1
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს  მოქალაქეებისათვის ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების  ხელშეწყობის კომისიის“ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის ბიუჯეტის 6.2.9. პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისწვდომობას უზრუნველყოფს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის, ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების  ხელშეწყობის კომისია“ (შემდგომში - კომისია).
2. კომისიის წევრთა  შემადგენლობა მტკიცდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით.
3. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ქ. თბილისის ბიუჯეტის 6.2.9. პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ განხორციელების წესისა“ და ამ დებულების შესაბამისად. 

მუხლი 2. კომისიის კომპეტენცია
კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება სოციალური დახმარების გაცემისა და სხვა სერვისების განხორციელების თაობაზე.

 


მუხლი 3. კომისიის ხელმძღვანელობა
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას, იწვევს და უძღვება კომისიის სხდომებს;
ბ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრების საქმიანობას;
გ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმს;
დ) დავალებებს აძლევს კომისიის წევრებს;
ე) აკონტროლებს კომისიის სხდომების დღის წესრიგს, სამუშაო გეგმისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;
ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3.  კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე,  რომელიც ასრულებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისი არყოფნის შემთხვევაში. 

მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა
1. კომისია განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - დარგობრივი სამსახურის კურატორი მერის მოადგილე.
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი.
გ) კომისიის წევრი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
დ) კომისიის წევრი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. 
ე) კომისიის წევრი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის სოციალურისა და ჯანდაცვის განყოფილების უფროსი.
2. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) კომისიის სხდომაზე დააყენოს წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვაში და დაყენებული საკითხების კენჭისყრაში;
ბ) დააფიქსიროს განსხვავებული აზრი კომისიაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
3. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
ბ) შეასრულოს კომისიის დავალებები;
გ) წარუდგინოს კომისიას ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ.
4. კომისიის წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისგან, თუ ცნობილი გახდა ან/და დადასტურდა მისი პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საკითხის გადაწყვეტაზე. 
5. კომისიას ჰყავს მდივანი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის სოციალურისა და ჯანდაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, რომელიც არ არის კომისიის წევრი.
6. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვაზე; 
გ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმს;
დ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 5. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს კომისიის სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა იმართება კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისია იხილავს კომისიის წევრებთან წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.
4.  კომისიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა შეიძლება დამატებით შეიტანოს საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული კომისიის წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
5.  საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. 
6.  კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. 

მუხლი 6. ანგარიშგება
კომისია ყოველ ექვს თვეში ერთხელ ამზადებს და წარუდგენს ანგარიშს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 

მუხლი 7. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური. 

მუხლი 8. დასკვნითი დებულება
კომისიის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების შეტანა ხდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.


დანართი 2
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს  მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ქ. თბილისის ბიუჯეტის 6.2.9. პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სოციალური დახმარებისა და სხვა სოციალური სერვისების განხორციელების პირობებს, ქ. თბილისის ბიუჯეტის 6.2.9. პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის შესაბამისად.

მუხლი 2. სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების მიმღები ბენეფიციარები
ამ წესით განსაზღვრული სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების მიმღები ბენეფიციარები არიან:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 100001-მდე;

ბ) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (3 და მეტი შვილი), რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 100001-დან 200001-მდე;

გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და მისი ოჯახის წევრი;

დ) ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში;

ე) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;

ვ) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პირები;

ზ) ასევე სხვა პირები, რომლებიც მატერიალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ დახმარებას.

2. ბენეფიციარი პირი, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში (შემდგომში - სამსახური) განაცხადის რეგისტრაციის მომენტში სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის, სახელმწიფო დაზღვევის და სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით, ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგსიტრირებული მოქალაქეებისათვის ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისიის“ ფარგლებში შესაბამისი სერვისის დაფინანსებას მიიღებენ თუ:

ა) ამოწურულია სამედიცინო დახმარების ფინანსური ლიმიტი;

ბ) მოთხოვნილი სამედიცინო სერვისი არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამ(ებ)ით;

გ) დაფინანსება არასრულია და ბენეფიციარი ითხოვს სერვისის თანადაფინანსებაში მისი გადასახდელი თანხის ანაზღაურებას.


მუხლი 3. ბენეფიციარი პირების რეგისტრაცია
1. ბენეფიციარმა პირებმა სოციალური დახმარების ან სხვა სერვისების მისაღებად,  უნდა მიმართონ სამსახურს წერილობითი განცხადების ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს მე-2 მუხლში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. 
2. ბენეფიციარის მიერ სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინონ ფორმა N100 და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია სამედიცინო დაწესებულებიდან.

მუხლი 4. ბენეფიციარი პირების განცხადებების განხილვა-შესწავლა
1. სამსახურის მიერ განხორციელდება შემდეგი საკითხების განხილვა-შესწავლა:

ა) ბენეფიციარი პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაცია;

ბ) ბენეფიციარი პირის სოციალურად დაუცველთა ბაზაში მონაწილეობა - სარეიტინგო ქულის მითითებით;

გ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტის შესწავლა;

2. შემოსული განცხადებების განხილვა-შესწავლის შემდეგ, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური განცხადებებს, თანდართული დოკუმენტაციით, განსახილველად გადაუგზავნის  ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების  ხელშეწყობის კომისიას“ (შემდგომში - კომისია).

3. სამედიცინო მომსახურების და სხვა სოციალური სერვისის დაფინანსების შესახებ 2000 ლარის ფარგლებში გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური.

4. სამედიცინო მომსახურების და სხვა სოციალური სერვისის დაფინანსების შესახებ 2000 ლარიდან 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგარანტიო წერილს გასცემს სამსახურის კურატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის  მოადგილე.

5. 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ზემოთ სამედიცინო მომსახურების ან სხვა სოციალური სერვისის დაფინანსების თაობაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დასამტკიცებლად წარედგინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს.

6. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის უფროსის წარდგინებით.


მუხლი 5. თანხის ანაზღაურება
საგარანტიო წერილით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება იწარმოებს,  შესაბამისი სამედიცინო ან სხვა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი  შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლის შემოწმების შემდეგ ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის წერილის მომზადება, შესაბამის დაწესებულებაში თანხის გადარიცხვის მოთხოვნით. საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა ხორციელდება წინასწარ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საფუძველზე. 

 


მუხლი 6. კონტორლის განხორციელება
აღნიშნული წესის ფარგლებში  მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი განხორციელდეს სამსახურის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მიერ, შერჩევითი ინსპექტირების გზით.