ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19-55
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016311
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19-55
02/08/2016
ვებგვერდი, 08/08/2016
280120000.35.101.016311
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/08/2016 - 11/10/2016)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19-55

2016 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“  ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისიის“ დებულება, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ საგარანტიო წერილებზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება განხორციელდეს, ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მიხედვით.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №7-13 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი 1
„სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“  ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09)  განხორციელების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“  ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესი“ (შემდგომში წესი) განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: 06 02 09)“ განხორციელების პირობებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომელთა დასაფინანსებლადაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: 06 02 09)“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.


მუხლი 2. ქვეპროგრამის მოქმედების სფერო  და მისი მოსარგებლეები
1. ქვეპროგრამა გულისხმობს მოსარგებლეებისათვის სამედიცინო და სხვა სოციალურ საჭიროებათა დასაფინანსებლად მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლე პირები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის ქალაქი თბილისი), ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/კ 406153111) ბენეფიციარები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის პირები, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში, შემდეგი პრიორიტეტულობით:

ა)  I პრიორიტეტულ  ჯგუფს მიეკუთვნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება  70 000-სან/და ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ბენეფიციარები;

ბ) II პრიორიტეტულ  ჯგუფს მიეკუთვნება:

ბ.ა)  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა  70 001 -დან 100 001-მდე;

ბ.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 100 001-დან 200 001-მდე;

ბ.გ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი პირები და მათი ოჯახის წევრები;

ბ.დ) ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ;

ბ.ე) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;

ბ.ვ) დამსახურებული საზოგადო მოღვაწე, ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების ან ქალაქ თბილისზე მზრუნველის სტატუსის მატარებელი პირი;

გ) ასევე სხვა პირები, რომლებიც საკუთარი განცხადების საფუძველზე საჭიროებენ დახმარებას.


მუხლი 3. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელი პროცედურები
1. პირმა ან მისმა წარმომადგენელმა სამედიცინო ან სხვა სოციალური საჭიროებისათვის ფინანსური დახმარების  მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდგომში  მერია), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

ბ) მომსახურების/საჭიროების მიმწოდებლის (მიმწოდებელი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც შეუძლია ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების/საჭიროების მიწოდება) მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (კალკულაცია). ამასთან, მედიკამენტის დაფინანსების შემთხვევაში კალკულაცია არ უნდა მოიცავდეს 10-ზე მეტ სავაჭრო დასახელების მედიკამენტს;

გ) სამედიცინო საჭიროების (სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტი, დამხმარე სამედიცინო  საშუალებები)დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა),  რომელიც გაცემული უნდა იყოს მერიაში განცხადების რეგისტრაცის თარიღამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;

დ) მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში დანიშნულება, რომელიც შექმნილი უნდა იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიაში განცხადების რეგისტრაცის თარიღამდე არაუმეტეს 2 თვით ადრე;

ე) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ ჯგუფებს მიკუთვნებული პირის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე/საჭიროებაზე გამგეობის, სახელმწიფო პროგრამების ან/და დაზღვევის ფარგლებში გაცემული მიმართვის/დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) საზღვარგარეთ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც პაციენტი იმყოფება საქართველოში, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს/პირის (სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი პროფილის ექიმი/კონსილიუმი) დასკვნა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სერვისის მიღება პირს არ შეუძლია საქართველოში, სერვისის საქართველოში არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/საჭიროების მიღება რეკომენდებულია საზღვარგარეთ;

თ) საზღვარგარეთ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც პაციენტი უკვე იმყოფება საზღვარგარეთ, მიმწოდებელი დაწესებულებიდან დასკვნა მომსახურების მიღების აუცილებლობის/საჭიროების თაობაზე.

2. ქვეპროგრამაში მოსარგებლე პირის ჩართვა შესაძლოა განხორციელდეს სხვა უწყებიდან გადმოგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

3.  ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/კ 406153111) ბენეფიციარების ქვეპროგრამაში ჩართვა შესაძლოა განხორციელდეს მიმწოდებელი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს საფუძველზე.


მუხლი 4. განცხადებების განხილვა და დაფინანსების პროცედურები
1. მოსარგებლე პირთა ან მათი წარმომადგენლის განცხადების მიღების შემდგომ სამსახურის მიერ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დგინდება:

ა) პირის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტი;

ბ) პირის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტი - სარეიტინგო ქულის მითითებით;

გ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის  სისრულე.

2. შემოსული განცხადებები თუ აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, განიხილება ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

3. მოსარგებლე პირის განცხადებას სამედიცინო მომსახურების და  სოციალური საჭიროების დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე, განიხილავს  და  გადაწყვეტილებას იღებს სამსახური, თუ მოთხოვნილი თანხის ჯამური ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს. საგარანტიო წერილს გასცემს სამსახურის უფროსი.

4. მოსარგებლე პირის განცხადებას სამედიცინო მომსახურების და სოციალური საჭიროების დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე, განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს„სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისიის“ (შემდგომში კომისია), თუ მოთხოვნის ჯამური ღირებულება აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს. კომისია ასევე გადაწყვეტილებას იღებს ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ბენეფიციარებისათვის მიწოდებული საჭიროების(მედიკამენტი, სამედიცინო მომსახურება, სხვა საჭიროება) ანაზღაურების თაობაზე, მიუხედავად მოთხოვნილი თანხის ოდენობისა.

5. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა, საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებს წარმოადგენს საგარანტიო წერილზე ხელმომწერი პირი.

6. მოსარგებლე პირის განცხადებაში წარმოდგენილი სამედიცინო მომსახურების და სოციალური საჭიროების დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საგარანტიო წერილს გასცემს სამსახურის კურატორი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), თუ მოთხოვნის ჯამური ღირებულება აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს.

7. 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ზემოთ სამედიცინო მომსახურების ან სხვა სოციალური საჭიროების დაფინანსების თაობაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კომისიის თავმჯდომარის მიერ (მისი არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილის მიერ) დასამტკიცებლად წარედგინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს.

8. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციით ირკვევა საჭიროების სასწრაფო დაყოვნებული ან გადაუდებლად მიღების აუცილებლობა,სამედიცინო საჭიროების გადაუდებელი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი,სამსახურის უფროსის წარდგინებით.გადაწყვეტილების შესაბამისად, საგარანტიო წერილს ამზადებს სამსახური.

9. საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსება ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის რეზოლუციის შესაბამისად.

10. მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების/საჭიროების დაფინანსების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.

11. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს მერიას დაფინანსების მოთხოვნით ამავე მუხლის მე-11 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დაცვით.

12. განცხადება არ განიხილება და განმცხადებელს  ეცნობება დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, თუ:

ა) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოსარგებლის კრიტერიუმებს;

ბ) განცხადების შესწავლისას დოკუმენტაციის (მათ შორის, ფორმა №IV-100/ა ან სხვა დოკუმენტები) მიხედვით დადგინდა, რომ პირს უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება და გაწერილია შესაბამისი დაწესებულებიდან;

გ) პირი ითხოვს გამოყოფილი თანხის გაზრდას იმ მოთხოვნაზე, რომელზეც კომისიის/სამსახურის მიერ უკვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება;

დ) განცხადების შესწავლის ან საგარანტიო წერილის გაცემამდე სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ პირი გარდაცვლილია;

ე) განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირის ბოლო დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან გასული პერიოდი განცხადების რეგისტრაციის თარიღს არ  აღემატება 3 თვით, გარდა გადაუდებლად დაფინანსების შემთხვევისა;

ვ) თუ განცხადების შესწავლისას დადგინდა, რომ პირი ითხოვს დავალიანების/ვალის დაფარვისათვის დაფინანსებას;

ზ) დაინტერესებული პირი ითხოვს:

ზ.ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობის, თვითმკურნალობის დაფინანსებას;

ზ.ბ)  სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობის დაფინანსებას;

ზ.გ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით მკურნალობის დაფინანსებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სამედიცინო ჩვენება და ორგანოების ფუნქციური ცვლილებების წარმოშობის რისკი;

ზ.დ) სტომატოლოგიური მომსახურებისა და დენტალური იმპლანტაციის დაფინანსებას;

ზ.ე)  შინმოვლის მომსახურების დაფინანსებას;

ზ.ვ) სამედიცინო აღჭურვილობას (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები);

ზ.ზ) რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების საბიუჯეტო წლის განმავლობაში მეორედ დაფინანსების მოთხოვნა;

ზ.თ) საზღვარგარეთ დაფინასებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადატანა საქართველოს ფარგლებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში.

13. განცხადება არ განიხილება აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში, თუ შესწავლისას დადგინდა, რომ პირის/მისი წარმომადგენლის მოთხოვნა სხვა მუნიციპალური პროგრამების/ქვეპროგრამების მომსახურების მოცულობის იდენტურია და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია ამ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში.


მუხლი 5. გაცემული საგარანტიო წერილის ადმინისტრირება
1.  საგარანტიო წერილის მოქმედების ვადები: 

ა) სამედიცინო მომსახურების/ყველა სხვა საჭიროების დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილი ძალაშია დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში;

ბ) მედიკამენტის დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილი (ე.წ. რეცეპტი) ძალაშია დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში;

გ) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგარანტიო წერილი ძალაშია დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში.

2. საგარანტიო წერილში ცვლილებები სამსახურის მიერ ხორციელდება მოსარგებლე პირის/მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, უკვე გაცემული საგარანტიო წერილის/რეცეპტის დედნის დაბრუნებისას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია:

ა) სამედიცინო მომსახურების საგარანტიო წერილის ვადის გაგრძელება  საგარანტიო წერილის მოქმედების პერიოდში;

ბ) საგარანტიო წერილში ტექნიკური ხარვეზის გასწორება (ICD10, NCSP, მედიკამენტის დასახელება, მედიკამენტის დოზა, მედიკამენტის რაოდენობა და სხვა.) და მიმწოდებლის ცვლილება;

გ) ამავე პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის ოქმის საფუძველზე გაიცემა ახალი საგარანტიო წერილები, რომლის ვადა აითვალება შესაბამისი ოქმის თარიღიდან.

3. მედიკამენტის დაფინანსებაზე გაცემული საგარანტიო წერილის ვადა გაგრძელებას არ ექვემდებარება.


მუხლი 6. დაფინანსების ოდენობა  
სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოცულობა:

ა) სამედიცინო მომსახურების საქართველოს ფარგლებში დაფინანსება, გარდა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებას დაქვემდებარებული შემთხვევებისა, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს:

ა.ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხის 80-100%-ის (არსებულ მომსახურებაზე სახელმწიფო ტარიფის გათვალისწინებით);

ა.გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში, არაუმეტეს 80%-ის (არსებულ მომსახურებაზე სახელმწიფო ტარიფის გათვალისწინებით);

ა.დ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  პირების დაფინანსება, გარდა სახელმწიფო ქვეპროგრამების ფარგლებში დაფინანსებას დაქვემდებარებული და საქართველოს ფარგლებს გარეთ სერვისის მიღების საჭიროების  შემთხვევებისა, შეადგენს მოთხოვნილი თანხის არაუმეტეს 60%-ს (არსებულ მომსახურებაზე სახელმწიფო ტარიფის გათვალისწინებით), მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში, პირის მიერ მოთხოვნილი სამედიცინო მომსახურების  სახელმწიფო პროგრამებით (მ.შ.საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) საქართველოს ფარგლებში დაფინანსების შემთხვევაში, კომისიის მიერ დაფინანსების მოცულობა შეადგენს  პაციენტის მიერ გადასახდელი თანაგადახდის მოცულობის 80-100%-ს, განცხადების განხილვის მომენტში არსებული სახელმწიფო ტარიფების გათვალისწინებით;

გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში, პირის მიერ მოთხოვნილი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამებით (მ.შ.საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) საქართველოს ფარგლებში დაფინანსების შემთხვევაში, კომისიის მიერ დაფინანსების მოცულობა შეადგენს  პაციენტის მიერ გადასახდელი თანაგადახდის მოცულობის არაუმეტეს 80%-ისა, განცხადების განხილვის მომენტში არსებული სახელმწიფო ტარიფების გათვალისწინებით;

დ)  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიერ მოთხოვნილი დასაფინანსებელი სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამებით (მ.შ.საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) საქართველოს ფარგლებში დაფინანსების შემთხვევაში, კომისიის მიერ დაფინანსების მოცულობა შეადგენს არაუმეტეს პაციენტის მიერ გადასახდელი თანაგადახდის მოცულობის არაუმეტეს 50%-ისა, განცხადების განხილვის მომენტში არსებული სახელმწიფო ტარიფის გათვალისწინებით;

ე)  საქართველოს ფარგლებს გარეთ სერვისის მიღების საჭიროების მქონე პირთათვის დაფინანსების მოცულობის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 40 000 (ორმოცი ათასი) ლარს და ექვემდებარება კომისიის მიერ ერთჯერადად დაფინანსებას, წლის განმავლობაში;

ვ)  ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის საქართველოს ფარგლებს გარეთ განმეორებით დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის წარდგინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

ზ)  საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში დაფინანსების მოცულობა შეადგენს 30-100%-ს, მოსარგებლის სტატუსისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით;

თ)  კომისიას უფლება აქვს მიიღოს ამ მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება.


მუხლი 7. თანხის ანაზღაურება 
1. მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს წარმოდგენა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს საჭიროების მიწოდების (მედიკამენტი, სამედიცინო მომსახურება, სხვა საჭიროება) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

2. მიმწოდებლის მიერამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის ვადისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო წერილების ვადების დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში, თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

3. საგარანტიო წერილით განსაზღვრული თანხის ანაზღაურება მოხდება, შესაბამისი სამედიცინო ან სხვა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლის ინსპექტირების შემდეგ ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისათვის კომისიის თავმჯდომარის/სამსახურის უფროსის მიერ წერილის მომზადება, შესაბამის დაწესებულებაში თანხის გადარიცხვის მოთხოვნით.

4. ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ბენეფიციარების დაფინანსება განხორციელდება მიწოდებული საჭიროების (მედიკამენტი, სამედიცინო მომსახურება, სხვა საჭიროება) მომსახურების თაობაზე წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

5.იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მხრიდან მოხდება  გამოყოფილი თანხის გადახდა, აღნიშნული თანხა აღარ ექვემდებარება ანაზღაურებას/დაფინანსებას.

6. კომისიის მიერ განცხადების დაკმაყოფილების (ნაწილობრივი დაკმაყოფილების) შემთხვევაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების/საჭიროების დაფინანსება - უნდა განხორციელდეს კომისიის ოქმის შედგენის თარიღიდან  არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

7. საქართველოს ფარგლებს გარეთ, სამედიცინო ან სხვა მიმწოდებელ დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა ხორციელდება წინასწარ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, მგზავრობისათვის საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

8.   საქართველოს ფარგლებს გარეთ თანხის გადარიცხვის თაობაზე სამსახურის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა ცნობა დაფინანსების თაობაზე .

9.  საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსების შემთხვევაში, მოსარგებლე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებიდან უზრუნველყოს დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების შესრულების  დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.


მუხლი 8. კონტროლის განხორციელება 
1. აღნიშნული წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი ხორციელდება სამსახურის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების (შემდგომში -კონტროლზე უფლებამოსილი პირი) მიერ, წინასწარ შერჩეული  შემთხვევების ინსპექტირების გზით.

2. შემთხვევის შემოწმებისას ხორციელდება მიმწოდებელთან კონტროლზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის ვიზიტი და შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციით მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში, მოსარგებლესთან ან/და მომსახურების/საჭიროების მიმწოდებელთან გასაუბრება.

3.  საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მიმწოდებელთან განხორციელდეს კონტროლზე უფლებამოსილი პირის  განმეორებითი ვიზიტი.

4.   თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ემთხვევა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმეტაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ასეთ შემთხვევებში,  მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს თანხის დაბრუნება.

5.  იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებისას გამოვლინდა, რომ მიმწოდებელმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ჩარიცხული თანხა (საგარანტიო წერილით დაფინანსებული თანხა) გადაახდევინა მოსარგებლეს, მიმწოდებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს თანხა და გადაიხადოს ჯარიმა გაწეული ფინანსური დახმარების სამმაგი ოდენობის სახით.

6. საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსების შემთხვევაში, პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი თანხმობის ბარათის (ფორმა N1) საფუძველზე იღებს ვალდებულებას, რომ თუ პირმა არ მიიღო შესაბამისი სამედიცინო მომსახურება/საჭიროება, იგი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს თანხის უკან დაბრუნებას.

ფორმა N1

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“  ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფინანსების შემთხვევაში მიმწოდებელი დაწესებულებიდან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებაზე თანხმობის ბარათი

ინფორმაცია პროგრამით მოსარგებლე პირის/მისი კანონიერი წარმომადგენლის შესახებ

 

პროგრამის მოსარგებლის სახელი, გვარი

 ---------------------------------------------------

პროგრამის მოსარგებლის პირადი N

 ---------------------------------------------------

პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი

 ---------------------------------------------------

პასუხისმგებელი პირის პირადი N

 ---------------------------------------------------

პასუხისმგებელი პირის ფაქტობრივი მისამართი

 ----------------------------------------------------

პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

 ----------------------------------------------------

მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების 

დასახელება

 -----------------------------------------------------

პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი):  -----------------------------------------

1. ვადასტურებ, რომ წარმოვადგენ --------------------- (პროგრამის მოსარგებლის სახელი, გვარი) წარმომადგენელს.

2.  თანახმა ვარ, უზრუნველვყო მოსარგებლისათვის გაწეული სამედიცინო   მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას პაციენტისათვის გაწეული მომსახურების სამედიცინო ჩანაწერებისა და ფინანსური ხარჯების თაობაზე,  წარმოდგენა.

3. შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი  დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის  შემთხვევაში,  ვიღებ  წინასწარ  გაცემული  თანხის  დაბრუნებაზე  პასუხისმგებლობას;

4.  ასევე, ვიღებ პასუხისმგებლობას წინასწარ გაცემული თანხის დაბრუნებაზე, თუ ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ შესრულებულ სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმეტაციაში წარმოდგენილ ინფორმაცია არ ემთხვევა მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, განცხადებით გათვალისწინებულ დასაფინანსებელ დიაგნოზებს და მისაწოდებელ მომსახურებას.

--------------------                     ------------------                  -----------------------

სახელი და გვარი                   თარიღი                          ხელმოწერა



დანართი 2
„სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისიის“ დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, რომელთა რეგისტრირებული მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით არის ქალაქი თბილისი), ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/კ 406153111) ბენეფიციარებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები(კოდი: 06 02 09)“ შესაბამისად დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ხელშემწყობი კომისია“ (შემდგომში კომისია).

2. კომისიის წევრთა  შემადგენლობა მტკიცდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით.

3. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 09) განხორციელების წესის“ და ამ დებულების შესაბამისად. 


მუხლი 2. კომისიის კომპეტენცია 
კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირების (რომელთა რეგისტრაციის მისამართიც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით  არის ქალაქი თბილისი)),  ასევე საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება სამედიცინო საჭიროების დაფინანსების,სოციალური დახმარების გაცემისა და სხვა სერვისების განხორციელების ხელშეწყობის თაობაზე, ასევე ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ (ს/კ 406153111) ბენეფიციარების, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ფინანსური დახმარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

მუხლი 3. კომისიის ხელმძღვანელობა 
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას, იწვევს და უძღვება კომისიის სხდომებს;

ბ) კოორდინაციას უწევს კომისიის წევრების საქმიანობას;

გ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმს;

დ) დავალებებს აძლევს კომისიის წევრებს;

ე) აკონტროლებს კომისიის სხდომების დღის წესრიგის და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;

ვ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

3.  კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე,  რომელიც ასრულებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისი არყოფნის შემთხვევაში.


მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა 
1. კომისია განისაზღვრება შემდეგი შემადგენლობით:

ა) კომისიის თავმჯდომარე დარგობრივი სამსახურის კურატორი მერის მოადგილე;

ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი;

გ) კომისიის წევრი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

დ) კომისიის წევრი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

2. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) კომისიის სხდომაზე დააყენოს წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვაში და განხილული საკითხების კენჭისყრაში;

ბ) დააფიქსიროს განსხვავებული აზრი კომისიაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

3. კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;

ბ) შეასრულოს კომისიის დავალებები;

გ) წარუდგინოს კომისიას ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ.

4. კომისიის წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისგან, თუ ცნობილი გახდა ან/და დადასტურდა მისი პირადი ინტერესი ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს საკითხის გადაწყვეტაზე. 

5. კომისიას ჰყავს მდივანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სოციალური განყოფილების მთავარი სპეციალისტი, რომელიც არ არის კომისიის წევრი.

6. კომისიის მდივანი:

ა) ახორციელებს კომისიის სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომის მასალების შენახვასა და დაცვაზე; 

გ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმს;

დ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 5. კომისიის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია საქმიანობას ახორციელებს კომისიის სხდომების მეშვეობით. კომისიის სხდომა იმართება კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

3. კომისია იხილავს კომისიის წევრებთან წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.

4. კომისიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა შეიძლება დამატებით შეიტანოს საკითხი, რომელიც არ არის გათვალისწინებული კომისიის წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.

5.  საჭიროების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში. 

6.  კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.  


მუხლი 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური.

მუხლი 7. დასკვნითი დებულება
კომისიის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების შეტანა ხდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.