„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №7-13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33-132
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 05/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.101.016254
33-132
29/12/2015
ვებგვერდი, 04/01/2016
280120000.35.101.016254
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №7-13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33-132

2015 წლის  29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №7-13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №7-13 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge 03/09/2014, სარეგისტაციო კოდი 280120000.35.101.016013) და დადგენილების:

  ა) პირველი და მე-2პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის - ,,ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამისა „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების (კოდი: 06 02 09)“, უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა (შემდგომში - სამსახური) და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობებმა მოქმედი კანონმდებლობისა და მათი დებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის„სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები(კოდი: 06 02 09)“განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შეიქმნას ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისია“.

 ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები(კოდი: 06 02 09)“ განხორციელებისწესი“დანართი№2-ის შესაბამისად.“

 გ) მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების(კოდი: 06 02 09) “ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის, ასევე იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელია დგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის  განხორციელების ხელშეწყობის კომისია“ (შემდგომში - კომისია).

 გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: 06 02 09)“ განხორციელების წესის“ და ამ დებულების შესაბამისად.“

დ) მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის:

 დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე საქართველოს იმ მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ თბილისში და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: 06 02 09)“ განხორციელების წესი“.

დ.ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: 06 02 09)“ განხორციელების პირობებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე, იძულებით გადაადგილებული პირებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ თბილისში.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ დახმარებებზე, რომლებზედაც თანხები გამოიყოფა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში ,,სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები (კოდი: 06 02 09)“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი