დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.173.016031 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/08/2014 - 13/03/2015)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების“ მოსაკრებელი. |
მუხლი 2 |
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ოჯახებისათვის ერთ სულზე 0,50 ლარი; ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, მაქსიმალური გადასახადის ოდენობა ოჯახზე განისაზღვროს 2 ლარით. |
მუხლი 3 |
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი 1-ის შესაბამისად. |
მუხლი 4 |
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებისაგან გათავისუფლდეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები. |
მუხლი 5 |
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთი განისაზღვროს დანართი 2-ის შესაბამისად. |
მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს |
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
|
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება |
|
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი |
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. |
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები |
ა) მესაკუთრის მონაცემები; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; გ) გადასახდელი თანხა; დ) გადახდის ვადა; ე) გადახდის ადგილი.
|
ქ. ახალციხის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის: მ= გ X რ. მ - ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის. (ლარი) გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი) რ - ზომის ერთეულის ფაქტიური რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). |
დოკუმენტის კომენტარები