დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 24 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.173.016140 |
|
„ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრის და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.173.016031): |
1.
დადგენილების მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებისაგან გათავისუფლება დარეგულირდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლის შესაბამისად; |
2.
დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.“. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 4. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. 5. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 6. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. 7. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის საცხოვრებელ ადგილას არყოფნის ვადა; ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილებების შესახებ. 8. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებისაგან გათავისუფლდეს: ა) სოციალურად დაუცველ მონაცემთა ბაზაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ სტატუსის მქონე რეგისტრირებული ოჯახები; ბ) ომის ვეტერანები; გ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.’’. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები