დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 247 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/08/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016671 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (21/08/2014 - 01/09/2015)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012 სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 92. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება |
1.
ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით განსაზღვრული პირობების (საგადასახადო დავალიანების გარდა) დაკმაყოფილების მდგომარეობას შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობას – სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ხოლო ამ ინსტრუქციის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას − სტატუსის მინიჭებიდან 6 თვის შემდეგ და 1 წლის (12 თვის) შემდეგ. |
2.
„ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით („ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) ან 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობა; ბ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამოვლენა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება); გ) იმპორტის გადასახდელების ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დ) 4000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ან მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ვ) საბაჟო ღირებულების 4000 ლარზე მეტით გაზრდის ან შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-20 ან 21-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; თ) კონტრაფაქციული საქონლის პარტიის გამოვლენა. |
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამის პირს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით ეძლევა 15 კალენდარული დღის ვადა დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, მიიღება გაადაწყვეტილება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ. |
4.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება ხორციელდება პირველი პუნქტით დადგენილი შემოწმების ვადების მიუხედავად. |
5.
„ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით. |
6.
„ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 6 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განცხადება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად არ განიხილება. |
7.
„ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგ ყოფილი „ოქროს სიის“ მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომლის შემოტანამდეც წარდგენილი იყო სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება მოწმობით.“. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭება იმ პირთათვის, რომელთა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, თუ ამ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებით დაწესებული პირობების გათვალისწინებით, აღნიშნული სამართალდარღვევა აღარ წარმოადგენს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს და არ არსებობს „ოქროს სიის“ სტატუსის გაუქმების შესახებ ბრძანების გამოცემის სხვა საფუძველი. |
მუხლი 3 |
ამ ბრძანების ამოქმედებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭება იმ პირთათვის, რომელთა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საგადასახადო დავალიანების არსებობა თუ არ არსებობს „ოქროს სიის“ სტატუსის გაუქმების შესახებ ბრძანების გამოცემის სხვა საფუძველი და ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღისათვის პირს:
ა) არ აქვს საგადასახადო დავალიანება; ბ) აქვს მხოლოდ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება; გ) აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელსაც დაფარავს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 15 კალენდარული დღის ვადაში; დ) აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება და არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება. |
მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები