დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 287 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/09/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016808 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №247 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21.08.2014 წ., 230210000.22.033.016671) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყოს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭება იმ პირისათვის, რომელსაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი გაუუქმდა საგადასახადო დავალიანების არსებობის საფუძველზე, თუ არ არსებობს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების სხვა საფუძველი და ამ ბრძანების ძალაში შესვლის დღისათვის პირი აკმაყოფილებს ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ პირობას: ა) არ აქვს საგადასახადო დავალიანება; ბ) აქვს მხოლოდ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება; გ) აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელსაც დაფარავს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 15 კალენდარული დღის ვადაში; დ) აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომელზეც არსებობს გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები