საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 449
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 14/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018069
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
449
15/07/2014
ვებგვერდი, 16/07/2014
010320000.10.003.018069
საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/07/2014 - 20/10/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №449

2014 წლის 15 ივლისი

   ქ. თბილისი

 

საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“. 
მუხლი 2
დაევალოთ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებებს და ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ეროვნულ ბანკს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს 2014 წლის 1 ოქტომბრამდე სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგინონ ინფორმაცია დაწესებულების ანაზღაურების სისტემებისა და დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა სამუშაოს შეფასების სისტემების შესახებ, ასეთის არსებობის შემთ­ხვევაში, მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
მუხლი 3
ეთხოვოს სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს განახორციელოს ამ დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის ანალიზი/განზოგადება და 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობისათვის ერთიანი ანაზღაურების სისტემისა და სამუშაოს შეფასების შესახებ შესაბამისი წინადადებების წარდგენა.
მუხლი 4
ეთხოვოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს საერთო სასამართლოებს, საქარ­თველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის მიღება, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესა­ბამისად.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ამ წესის რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო დაწესებულება - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატები, ეკონომიკური საბჭო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სახელმწიფო რწმუნებულების - გუბრნატორების ადმინისტრაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც ეწევიან საგანმანათლებლო და რელიგიურ საქმიანობას), დაფინანსების წყაროს მიუხედავად;

ბ) პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის;

გ) ზემდგომი ორგანო/თანამდებობის პირი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი;

დ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, საბჭოს ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი.

 

მუხლი 3. პრემიის  გაცემის საფუძველი და მიზნები

1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე  გაცემული პრემიის შესახებ.

2. პრემიის მიზნებია, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.

 

მუხლი 4. პრემიის გაცემის უფლებამოსილება

1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, ხელმძღვანელ თანამდებობის პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.

2. საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირებას ახდენს ხელმძღვანელი თანამდებობის პირი ან ზემდგომი თანამდებობის პირი.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ზემდგომი თანამდებობის პირი, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

4.   ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ზემდგომი თანამდებობის პირი.

5. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობის პირებზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი თანამდებობის პირი (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო), პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

6. საჯარო დაწესებულებაში, რომელიც იმყოფება შესაბამისი სამინისტროს დაქვემდებარებაში, დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემისას (პრემიის ოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრისას) აუცილებელია შესაბამისი მინისტრის წერილობითი თანხმობა, ხოლო, თუ საჯარო დაწესებულებას არ ჰყავს ზემდგომი ორგანო (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო), მასში დასაქმებულ პირებზე პრემიის გაცემის ოდენობისა და პერიოდულობის განსაზღვრისას, აუცილებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობა, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. საქართველოს მთავრობის წევრთათვის პრემიის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს პრემიერ‑მინისტრის ბრძანებით.

 

მუხლი 5. პრემიის  გაცემის პერიოდულობა და ოდენობა

1. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინცი­პების დაცვით.

4. ამ მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით, ზემდგომი თანამდებობის პირის, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში (საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს არარსებობა), საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობის საფუძველზე.