დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 398 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 14/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.018784 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16.07.2014წ., 010320000.10.003.018069) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის:
1. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საჯარო დაწესებულება − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, სამინისტროების ტერიტორიული ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატები, ეკონომიკური საბჭო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს დაზვერვის სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების ადმინისტრაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლისა და იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც ეწევიან საგანმანათლებლო და რელიგიურ საქმიანობას), დაფინანსების წყაროს მიუხედავად;“. 2. „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ხელმძღვანელი თანამდებობის პირი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, საბჭოს ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები