საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 415
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/06/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018035
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
415
25/06/2014
ვებგვერდი, 25/06/2014
010220020.10.003.018035
საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/06/2014 - 09/07/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №415

2014 წლის 25 ივნისი

ქ.თბილისი

 

საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისია.

2. დამტკიცდეს საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა (დანართი №1).

3. დამტკიცდეს საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის  დებულება (დანართი №2).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



          დანართი №1
საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა

ელგუჯა ხოკრიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;

გიორგი   კვირიკაშვილი   –   საქართველოს   ეკონომიკისა    და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე;

სოზარ სუბარი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კომისიის წევრი;

თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

დიმიტრი მახათაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

დავით გალეგაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  მოადგილე, კომისიის წევრი;

ნინო შარაშიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

თეიმურაზ მურღულია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის  წევრი;

ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის  მოადგილე, კომისიის წევრი;

ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

მანანა ბერიკაშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ლია გიგაური – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

რატი ბრეგაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი;

ერეკლე ტრიპოლსკი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის წევრი;

გიგლა აგულაშვილი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის წევრი;

გიორგი თოფაძე – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, კომისიის წევრი;

ვიქტორ ჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, კომისიის წევრი;

მირიან წიკლაური – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი;

ზაქარია ქუცნაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, კომისიის წევრი;

აკაკი ჩხენკელი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ვახტანგ ლომჯარია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის მრჩეველი (I კატეგორია), კომისიის წევრი;

ლევან გამყრელიძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური  შტაბის ეროვნული გვარდიის უფროსი, კომისიის წევრი;

თენგიზ ცეკვავა – სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;

გიორგი წაქაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს სავაჭრო ‑ სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, კომისიის წევრი;

თამარ ჩიბურდანიძე – ა(ა)იპ  – დემოგრაფიული განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, კომისიის წევრი;

გიორგი კვესიტაძე –  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, კომისიის წევრი;

ნოდარ ჭითანავა – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, კომისიის წევრი;

კობა არაბული – საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე,  კომისიის წევრი;

შალვა გივიშვილი – საქართველოს ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის  რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

გიორგი გოცირიძე  – შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკის“ დირექტორი, კომისიის წევრი;

გია აბულაძე – შპს „სტუდია არსის“  წარმომადგენელი, კომისიის წევრი;

რატი ამაღლობელი -  ექსპერტი, კომისიის წევრი;

ოთარ კონჯარია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი.


დანართი №2
საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ეს დებულება განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.

3. კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები

კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:

 ა) საქართველოს მაღალმთიანი ტერიტორიების პრობლემების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების შემუშავება;

ბ) მაღალმთიანი ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებული წინადადებების,  რეკომენდაციების, საკანონმდებლო და კანონქვემ­დებარე ნორმატიული აქტების პროექტების, კონცეფციების და პროგრამების მომზადება, განხილვა და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

გ) მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების განხილვა და განხორციელების კოორდინაცია;

დ) მაღალმთიანი ტერიტორიების განვითარებასათან დაკავშირებული ღონისძიებების უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;

ე) გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები  და სამართლებრივი აქტების პროექტები;

ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან  გამოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;

გ) გამოითხოვოს და დადგენილი წესით მიიღოს ინფორმაცია სხვა დაწესებულებებიდან;

დ) კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;

ე) მოამზადოს წინადადებები კომისიის დებულებაში ან მის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ.

მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება

1. კომისიის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერტები.

3. კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევა ხდება კომისიის წევრის წარმდგენი დაწესებულების/ორგანიზაციის წინადადებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.

5. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თანათავმჯდომარე.

6. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თანათავმჯდომარის) მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი.

7. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.

8. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

9. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის  წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

10. კომისიის წევრის მოსაზრება შეიტანება სხდომის ოქმში.  მოსაზრების წერილობით წარმოდგენის შემთხვევაში, იგი აგრეთვე ერთვის სხდომის ოქმს.

11. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლასა და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.

12. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.

13. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს  კომისიის სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

14. კომისია, როგორც წესი, იკრიბება თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

15. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

მუხლი 5. კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა და კომისიის საქმიანობის შეწყვეტა

კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა, აგრეთვე, კომისიის საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.