დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ივნისის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 444 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018064 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ივნისის №415 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/06/2014, 010220020.10.003.018035) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1 საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა ელგუჯა ხოკრიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე; სოზარ სუბარი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კომისიის წევრი; თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; დიმიტრი მახათაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; დავით გალეგაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ნინო შარაშიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; თეიმურაზ მურღულია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; მანანა ბერიკაშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ლია გიგაური – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; რატი ბრეგაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ერეკლე ტრიპოლსკი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; გიგლა აგულაშვილი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; გიორგი თოფაძე – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, კომისიის წევრი; ვიქტორ ჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, კომისიის წევრი; მირიან წიკლაური – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ზაქარია ქუცნაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, კომისიის წევრი; აკაკი ჩხენკელი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; კახა ოქროჯანაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის წევრი; ვახტანგ ლომჯარია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის მრჩეველი (I კატეგორია), კომისიის წევრი; ლევან გამყრელიძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის უფროსი, კომისიის წევრი; თენგიზ ცეკვავა – სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი წაქაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს სავაჭრო ‑ სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, კომისიის წევრი; თამარ ჩიბურდანიძე – ა(ა)იპ – დემოგრაფიული განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; გიორგი კვესიტაძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, კომისიის წევრი; ნოდარ ჭითანავა – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, კომისიის წევრი; კობა არაბული – საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; შალვა გივიშვილი – საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი გოცირიძე – შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკის“ დირექტორი, კომისიის წევრი; გია აბულაძე – შპს „სტუდია არსის“ წარმომადგენელი, კომისიის წევრი; ალექსანდრე ონოფრიშვილი - შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი, კომისიის წევრი; რატი ამაღლობელი - ექსპერტი, კომისიის წევრი; ოთარ კონჯარია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები