დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ივნისის #415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 517 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018137 |
|
„საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ივნისის №415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ივნისის №415 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/06/2014, 010220020.10.003.018035) შეტანილ იქნეს ცვლილება და №1 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
საქართველოს მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა
დავით შავლიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე; ელგუჯა ხოკრიშვილი – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი; გიორგი ამაშუკელი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ბესიკ დევდარიანი – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ზაზა სოფრომაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; დავით გალეგაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ვახტანგ გომელაური – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; მანანა ბერიკაშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ლია გიგაური – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; რატი ბრეგაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; ერეკლე ტრიპოლსკი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; გიგლა აგულაშვილი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; გიორგი თოფაძე – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, კომისიის წევრი; ვიქტორ ჯაფარიძე – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, კომისიის წევრი; მირიან წიკლაური – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; ზაქარია ქუცნაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, კომისიის წევრი; აკაკი ჩხენკელი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; კახა ოქროჯანაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის წევრი; ვახტანგ ლომჯარია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის პოლიტიკის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის მრჩეველი (I კატეგორია), კომისიის წევრი; ლევან გამყრელიძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის უფროსი, კომისიის წევრი; თენგიზ ცეკვავა – სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი წაქაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, კომისიის წევრი; თამარ ჩიბურდანიძე – ა(ა)იპ – დემოგრაფიული განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; გიორგი კვესიტაძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, კომისიის წევრი; ნოდარ ჭითანავა – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, კომისიის წევრი; კობა არაბული – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; შალვა გივიშვილი – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი გოცირიძე – შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი „გეოგრაფიკის“ დირექტორი, კომისიის წევრი; გია აბულაძე – შპს „სტუდია არსის“ წარმომადგენელი, კომისიის წევრი; ალექსანდრე ონოფრიშვილი - შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორი, კომისიის წევრი; რატი ამაღლობელი - ექსპერტი, კომისიის წევრი; ოთარ კონჯარია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები