დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-41/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 03/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 08/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016269 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/07/2014 - 19/02/2015)
|
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების პროგრამების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს: |
ა)
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა (დანართი №1); |
ბ)
ოპიოიდების ჩამონათვალი (დანართი №2); |
გ)
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი (დანართი №3). |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 იანვრის №37/ნ ბრძანება. |
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
|
დანართი №1
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა მუხლი 1. ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკის შექმნის საფუძველი და მოქმედების სფერო ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა (შემდგომში - ჩანაცვლებითი მკურნალობა) იქმნება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე და არეგულირებს ჩანაცვლებით მკურნალობას საქართველოში. მუხლი 2. ჩანაცვლებითი მკურნალობა და მისი სახეები 1. ჩანაცვლებითი მკურნალობა არის ნარკოტიკული დამოკიდებულების მკურნალობა ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების - ფარმაცევტული პროდუქტის (შემდგომში - ფარმაცევტული პროდუქტი) გამოყენებით, რომელსაც გააჩნია ჯვარედინი დამოკიდებულება და ჯვარედინი ტოლერანტობა იმ ნარკოტიკული ნივთიერებების მიმართ, რომლის მიმართ განვითარებულია დამოკიდებულების სინდრომი. 2. ოპიოიდური დამოკიდებულება წარმოადგენს სხვადასხვა ინტენსივობის ფიზიოლოგიური, ქცევითი და კოგნიტური ფენომენის ერთობლიობას, რომელიც, ობიექტურად ინდივიდის ინტერესის საწინააღმდეგოდ, ხასიათდება ოპიოიდის მიღების მაღალი პრიორიტეტით, რაც ნარკომანიის ფორმირების ძირითად კომპონენტად გვევლინება. ოპიოიდებზე დამოკიდებულება განისაზღვრება ამ ბრძანებით დამტკიცებულ N2 დანართში მითითებულ ერთ-ერთ რომელიმე ნივთიერებაზე ან მის შემადგენელ ნაწილზე დამოკიდებულებად. 3. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამონათვალი განისაზღვრება N3 დანართის შესაბამისად. 4. ჩანაცვლებითი მკურნალობის სახეებია: ა) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე დეტოქსიკაცია – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის კლებითი დოზებით მკურნალობა არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში; ბ) ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანგრძლივი დეტოქსიკაცია - ჩამანაცვლებელი პრეპარატის კლებითი დოზებით მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადის განმავლობაში; გ) ხანმოკლე ჩანაცვლებითი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვემდე ვადით; დ) ხანგრძლივი ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობა – ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილური დოზებით მკურნალობა 6 თვეზე მეტი ვადით; ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში სტაციონარული მკურნალობა ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენებით. მუხლი 3. ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანები ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზნები და ამოცანებია: ა) ოპიოიდური დამოკიდებულებით დაავადებულ პირთა სომატური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, საზოგადოებაში რეინტეგრაცია; ბ) აივ-ინფექცია/შიდსის, ჰეპატიტებისა და სისხლის გზით გადამდები სხვა დაავადებების გავრცელების პრევენცია; გ) ჩანაცვლებითი მკურნალობისა და სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის გზით პაციენტებში რემისიის მდგომარეობის მიღწევა; დ) ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მიერ ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების შეწყვეტა/შემცირება, არალეგალური ნარკოტიკების/ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტა/შემცირება და მათი ფსიქოსომატური მდგომარეობის გაუმჯობესება; ე) ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პირთა საზოგადოებრივი საშიშროების რისკის შემცირება. მუხლი 4. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა 1. ჩანაცვლებითი მკურნალობის ფინანსირება ხორციელდება როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი, საქველმოქმედო და კერძო რესურსებით. მკურნალობის ანაზღაურების ოდენობა დგინდება კონკრეტული პროგრამის ფორმატის გათვალისწინებით. 2. დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში (სამუშაო საათებში), სამედიცინო პერსონალისა და სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების მიზნით, დაწესებულება უზრუნველყოს შესაბამისი დაცვით. 3. ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ იქმნება სამედიცინო - საკონსულტაციო კომისია (შემდგომში – სსკ). 4. ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის ეფექტური განხორციელებისათვის, განსაკუთრებულ შემთხვევათა განხილვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით იქმნება ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის განხორციელების ზედამხედველობის საბჭო (შემდგომში -ზედამხედველობის საბჭო), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ნარკომანიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა წარმომადგენლებით. ზედამხედველობის საბჭო, უფლებამოსილია, ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში, მოიწვიოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები. მუხლი 5. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის საფუძველი და კრიტერიუმები 1. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის საფუძველია ოპიოიდებზე დამოკიდებულების სინდრომის (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზისა და მასთან ერთად ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ კრიტერიუმთაგან არანაკლებ ერთ-ერთის არსებობა. 2. კრიტერიუმები: ა) არანაკლებ 21 წლის ასაკი; ბ) ოპიოიდების ინექციური მოხმარება; გ) აივ/ინფიცირება, შიდსით დაავადება; დ) ორსულობა; ე) მიგრანტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გამომგზავრების მომენტისთვის ჩართული იყო უცხოეთში ჩანაცვლებით პროგრამებში (მათი მომსახურებისა და ანაზღაურების ფორმა და წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად); ვ) სხვა, განსაკუთრებული სამედიცინო ან/და სოციალური ჩვენების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თანხმობით; ზ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირი, გათავისუფლებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში, რომელიც გათავისუფლების მომენტისთვის ჩართული იყო ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში. 3. პაციენტი ერთდროულად არ შეიძლება იყოს ჩართული ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის განმახორციელებელ ორ ან მეტ დაწესებულებაში. მუხლი 6. პაციენტთა ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართვის წესი 1. პაციენტის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართვა ხორციელდება სსკ-ის გადაწყვეტილებით, თუკი პაციენტი აკმაყოფილებს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტის ჩასართავად მოქალაქის განცხადების საფუძველზე, სსკ განიხილავს პროგრამაში მისი ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. 3. განცხადებას თან უნდა ახლდეს პაციენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა), ხოლო მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“, ,,ე“, „ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 4. პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, პაციენტსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ. ხელშეკრულების ფორმას დაწესებულება ათანხმებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრთან. 5. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამებში პაციენტთა ჩართვა ხორციელდება შესაბამისი პროგრამების მოცულობის ფარგლებში. მუხლი 7. ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელება 1. პაციენტის მკურნალობა წარმოებს მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, რომელსაც საზღვრავს მკურნალი ექიმი და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას აწვდის პაციენტს. 2. ჩანაცვლებითი ფარმაცევტული პროდუქტის საწყისი დოზის განსაზღვრა ხორციელდება მკურნალი ექიმის მიერ და მტკიცდება სსკ-ს მიერ. 3. პაციენტის მიერ ჩანაცვლებითი ფარმაცევტული პროდუქტის მიღება დაწესებულებაში ხორციელდება სამედიცინო პერსონალის კონტროლის ქვეშ. 4. ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართული პაციენტის სხვა სტაციონარში სამკურნალოდ მოხვედრის შემთხვევაში, პაციენტი ან მისი წარმომადგენელი მიმართავს დაწესებულების ხელმძღვანელობას და აცნობებს, რომ იგი არის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მოსარგებლე. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია არაუგვიანეს 24 საათისა აცნობოს პაციენტის სტაციონარში მოხვედრის შესახებ დაწესებულებას და მიაწოდოს მას ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა). 5. დაწესებულება ვალდებულია სტაციონარის შესაბამის განყოფილებას გადასცეს სამკურნალო საშუალების ის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია პაციენტის სტაციონარში მკურნალობის პერიოდში. გადასაცემი სამკურნალო საშუალების რაოდენობა ისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური დოზისა და მისი სტაციონარში დაყოვნების საჭიროების მიხედვით. მკურნალი ექიმი-ნარკოლოგის მიერ პაციენტის სტაციონარულ სამედიცინო ბარათში უნდა დაფიქსირდეს შესაბამისი კონსულტაცია და რეკომენდაცია, სადაც მიეთითება სამკურნალო საშუალების დასახელება, ფორმა და დანიშნული დოზა. 6. სტაციონარი ვალდებულია გააფორმოს მიმწოდებელთან სამკურნალო საშუალების გადაცემა-მიღებაზე მიღება-ჩაბარების აქტი, დადგენილი წესის შესაბამისად. 7. სტაციონარის განყოფილება ვალდებულია შემოსავალში აიყვანოს პაციენტისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალება და კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს მისი აღრიცხვა, შენახვა, სამედიცინო დოკუმენტაციაში გაფორმება, გაცემა და საჭიროების შემთხვევაში განადგურება. 8. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გამოცხადების დადასტურებული შეუძლებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პაციენტისთვის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ 2 დღის ოდენობის, მიწოდება ხორციელდება პროგრამის თანამშრომლის, ოჯახის წევრის, მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ (უფლებამოსილი პირის განცხადებისა და სსკ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე). განსაკუთრებულ შემთხვევებში, ბინაზე ხანგრძლივად მკურნალობისას (2 თვეზე მეტი პერიოდი) გამონაკლისის სახით ხორციელდება პაციენტისთვის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ, 5 დღის მარაგის ოდენობის მიწოდება. ბინაზე მიწოდება შესაძლებელია გაგრძელდეს დაავადების დიაგნოზის შესაბამისად საჭიროების პერიოდში. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტუბერკულოზის ბაქტერიაგამომყოფი აქტიური ფორმით დაავადებულ პირებზე შესაძლებელია ერთდროულად გაიცეს 7 დღის მარაგის ოდენობა. 9. პაციენტის ქვეყნის შიგნით გადაადგილების მიზეზის დასაბუთებულ შემთხვევაში, სსკ-ს აქვს უფლება ხელზე გაატანოს სამკურნალო საშუალება არა უმეტეს 4 დღის დოზისა. 10. პაციენტის ქვეყნის შიგნით ხანგრძლივი (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა) გადაადგილების შემთხვევაში, პაციენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულების (განყოფილების) ხელმძღვანელის მიერ გაიცემა მიმართვა, რომელსაც პაციენტი წარადგენს მისი სავარაუდო ადგილსამყოფელის ტერიტორიული ერთეულის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის მიმწოდებელ უახლოეს დაწესებულებაში (განყოფილებაში). 11. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებს შორის ფორმდება წინასწარი ხელშეკრულება ჩანაცვლებითი მკურნალობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით. მიმწოდებელი დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გაწეული მომსახურების ანგარიშსწორების სათანადო დოკუმენტაცია წარედგინება სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელს. 12. ქვეყნიდან პროგრამის მოსარგებლის გასვლის შემთხვევაში დასაშვებია მას ხელზე გაეცეს ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალება, რომლის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების კონტროლი 1. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, პერიოდულად (არანაკლებ თვეში ერთხელ) ტარდება თითოეული პაციენტის ბიოლოგიური მასალის მოულოდნელი გადამოწმება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველობაზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. პაციენტის სხვა სტაციონარში ან ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში მისთვის ანალიზის ჩატარების (არანაკლებ სამ თვეში ერთხელ) სიხშირე და მიზანშეწონილობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. მუხლი 9. ჩანაცვლებითი მკურნალობის კურსის დასრულება ჩანაცვლებითი მკურნალობის გეგმური დასრულება ხორციელდება მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით და პაციენტთან შეთანხმებით. მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტს შესაძლოა გაუფორმდეს ერთთვიანი შესვენება გამოცდის სახით. დაწესებულების (განყოფილების) ხელმძღვანელობა ვალდებულია უზრუნველყოს ამ პერიოდის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, სსკ-ს გადაწყვეტილების საფუძველზე პაციენტის შეუფერხებელი შემობრუნება პროგრამაში. მუხლი 10. ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობის შეწყვეტა 1. ჩანაცვლებითი მკურნალობის არაგეგმური შეწყვეტა შესაძლებელია გამოწვეული იყოს პაციენტის მოთხოვნით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ან პროგრამიდან გარიცხვით. 2. პროგრამიდან გარიცხვის კრიტერიუმებია: ა) პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ექიმის დანიშნულების გარეშე მიღების ფაქტები; ბ) დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევა; გ) სამედიცინო პერსონალის მიმართ არაკორექტული მოქცევა; დ) თვეში 5 არასაპატიო გაცდენა. 3. ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევების პირველ შემთხვევაში პაციენტს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება მოსალოდნელი შედეგის შესახებ მკურნალი ექიმის მიერ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სსკ განიხილავს პაციენტის პროგრამიდან გარიცხვის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მისი პროგრამიდან გარიცხვის ან/და მკურნალობის გაგრძელების შესახებ. 4. განსაკუთრებით უხეში დარღვევის შემთხვევაში (პერსონალის ან სხვა პაციენტთა მიმართ უხეში მოქცევა, ჩამანაცვლებელი პრეპარატის დაწესებულებიდან გატანის მცდელობა, პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დადგენილი წესის დარღვევა) პაციენტი შესაძლოა გარიცხულ იქნეს პროგრამიდან პირველივე დარღვევის შემდგომ, სსკ -ს გადაწყვეტილებით. 5. სსკ-ს მიერ პაციენტის პროგრამიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას ეძლევა უფლება ჩაიტაროს მოკლევადიანი (არაუმეტეს 14 დღიანი) დეტოქსიკაციის კურსი. აღნიშნული უფლების გამოყენებისას პაციენტი პროგრამიდან გარიცხულად ითვლება დეტოქსიკაციის კურსის დასრულებისთანავე. მუხლი 11. ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიღების, შენახვის აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესები ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ფარმაცევტული პროდუქტის მიღება, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და განადგურება წარმოებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 ოპიოიდების ჩამონათვალი
შენიშვნა: სიაში შეტანილი ნივთიერებები წარმოდგენილია მათი საერთაშორისო ან/და ქიმიური დასახელებებით. სიებს ავტომატურად მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა, მარილების, ეთერების, ფუძეებისა და იზომერების წამლის ფორმები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატები, ნებისმიერი სავაჭრო დასახელებებით. სიებს, ასევე, მიეკუთვნება მასში შეტანილ ნივთიერებათა ანალოგები. დანართი №3 ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართული ფარმაცევტული პროდუქტების ჩამონათვალი ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობისათვის ნებადართულ ფარმაცევტულ პროდუქტად განისაზღვროს:
ა) მეთადონის ჰიდროქლორიდი (methadone hydrochloride); |
დოკუმენტის კომენტარები