დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-27/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016731 |
|
„ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის №01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის №01-41/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/07/2014, 470230000.22.035.016269) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა) მე-7 მუხლს:
ა) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „8 1. ეპიდემიის, პანდემიის, ეპიდემიოლოგიური აფეთქების დროს, დაავადების გავრცელების აღკვეთის მიზნით, გამონაკლისის სახით, ჩამანაცვლებელი პრეპარატის პაციენტის კუთვნილი ულუფის, მაქსიმუმ, 5 დღის ოდენობის მიწოდება/გაცემა ხორციელდება პროგრამის თანამშრომლის, ოჯახის წევრის, მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ (უფლებამოსილი პირის განცხადებისა და სსკ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე).“; ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) ღონისძიებების დროს პირებისათვის, რომლების გადიან საიზოლაციო/საკარანტინო ღონისძიებებს დაწესებულებაში, მათ შორის ბინაზე, რის გამოც ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით მოკლებულნი არიან ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ დაწესებულებებში ყოველდღიურად გამოცხადების შესაძლებლობას: ა) კუთვნილი ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების სტანდარტული ულუფის, არაუმეტეს 7 დღის ოდენობის, მიწოდება ხორციელდება პროგრამის თანამშრომლის, ოჯახის წევრის, მინდობილი პირის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ (უფლებამოსილი პირის განცხადების და იზოლაციაში/კარანტინში ყოფნის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე). ბ) ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართვა ხორციელდება ნარკოლოგის დასკვნის საფუძველზე ან სსკ-ის გადაწყვეტილებით.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 13 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები