დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 393 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/06/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/06/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 330130000.10.003.018013 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/06/2014 - 03/04/2015)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის თანდართული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა (შემდგომში - პროგრამა).
|
მუხლი 2 |
ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული და პროგრამით განსაზღვრული ხარჯების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემდგომი წლების ბიუჯეტებში გათვალისწინება, საჭიროების შემთხვევაში.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
|
მუხლი 1. ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამის მიზნები
ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზნებია: ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების მქონე შენობების (შემდგომში - არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისი) ლიკვიდაციის ხელშეწყობა; ბ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; გ) ქალაქის განაშენიანების განვითარება; დ) ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ე) სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება.
მუხლი 2. პროგრამის პრინციპები 1. პროგრამა განხორციელდება თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე. 2. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
მუხლი 3. პროგრამის მონაწილე პირები (მხარეები) პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მოვალეების მიერ მათზე ამ პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფინანსო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საფინანსო ორგანიზაციებისაგან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეიძენს მათ მოთხოვნებსა და მათი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ნივთს ან მასთან დაკავშირებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (შემდგომში – მოთხოვნები); ბ) ქ. ბათუმის მერია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; გ) საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანა); დ) იურიდიული პირები (დეველოპერული კომპანიები), რომლებიც ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის მესაკუთრეებისაგან გამოისყიდიან ქონებას, მიაღწევენ შეთანხმებას საფინანსო ორგანიზაციასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე და პროგრამის შესაბამისად, გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.
მუხლი 4. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები 1. ამ პროგრამის მიზნებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განსაზღვრავს მოთხოვნების შესასყიდ ღირებულებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. 2. დეველოპერული კომპანია ვალდებულია პროგრამაში მონაწილეობისათვის წარადგინოს: ა) მასსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულება ან საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას, დეველოპერულ კომპანიაზე გასცეს კრედიტი არა უმეტეს შემდეგ ძირითად გარემოებათა არსებობის საფუძველზე: ა.ა) დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი ფართობის მოცულობაა არანაკლებ 500 კვ.მ, რომელზედაც განლაგებული ფართობების არანაკლებ 75% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს და პროექტის დასრულებისათვის საკმარისია არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; ა.ბ) საფინანსო ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან გააფორმებს ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ, საფინანსო ორგანიზაციის მოთხოვნათა უზრუნველყოფის შესაბამის ხელშეკრულებას, თუ დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია სრულად აკმაყოფილებენ ამ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) პროგრამაში მონაწილეობისათვის საფინანსო ორგანიზაცია და დეველოპერული კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგენენ წინამდებარე პროგრამით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას. 3. დეველოპერული კომპანიების ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შესაბამის საფინანსო ორგანიზაციასთან აფორმებს ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას. 4. დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილნი არიან, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრონ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასაცემ კრედიტთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების საჭიროება და ამ ხელშეკრულების პირობები, ამ პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით.
მუხლი 5. ქ. ბათუმის მერიის მონაწილეობა პროგრამაში ეთხოვოს ქ. ბათუმის მერიას: ა) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, პროგრამაში მონაწილე პირთათვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) გაზრდისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან გასათავისუფლებად; ბ) უზრუნველყოს პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა; გ) უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე პირთათვის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადების მინიმალიზაცია.
მუხლი 6. პროგრამის შესრულების მონიტორინგი პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო. |
დოკუმენტის კომენტარები