„ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.018531
146
03/04/2015
ვებგვერდი, 06/04/2015
330130000.10.003.018531
„ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №146

2015 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №393 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/06/2014, 330130000.10.003.018013) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის:

ა) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (ბანკის მიერ აღებული ვალდებულება პროექტის დასრულების ნაწილში სრულად და ჯეროვნად ჩაითვლება, თუ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქონება მიღებული იქნება ექსპლუატაციაში, ან წარმოდგენილი იქნება საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნების გამცემი   ფიზიკური ან იურიდიული პირის (ექსპერტის) მიერ (რომელსაც გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და უკანასკნელი 5 წლის პერიოდში განხორციელებული აქვს შენობა-ნაგებობების დაპროექტების ან/და კვლევითი ან/და მშენებლობის განხორციელების ან/და საზედამხედველო ან/და მშენებლობის განხორციელების ეტაპების სამუშაოები) მომზადებული აუდიტორული ან საექსპერტო დასკვნა სამშენებლო პროექტით დადგენილი გრაფიკით გათვალისწინებული ყველა ეტაპის სამუშაოების დასრულების შესახებ, მიუხედავად იმისა,  მიღებული იქნება თუ არა ქონება ექსპლუატაციაში);“;

ბ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს არანაკლებ  500 კვ.მ-ს, რომელზედაც განლაგებული შენობა-ნაგებობების ჯამური ფართობის არანაკლებ 70% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს (შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, რომ იგი წარმოადგენს ამორტიზებულ, ავარიულ, დროებით, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგის და არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების მქონე შენობა-ნაგებობას, უნდა დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნით) და პროექტის დასრულებას  უზრუნველყოფს,  პროგრამის შესაბამისად გაცემული,  არა უმეტეს 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ან/და დამატებით სხვა ფინანსური წყაროებით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი