ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 341
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.017961
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
341
07/05/2014
ვებგვერდი, 08/05/2014
010220020.10.003.017961
ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/05/2014 - 25/06/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №341

2014 წლის 7 მაისი

ქ. თბილისი

 

ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანთა წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან  აცილების მიზნით, შეიქმნას ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

 საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;

 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

 საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;

 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს  სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი;

 საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე;

 საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;

 საქართველოს სახალხო დამცველი;

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის №123 საჯარო სკოლის დირექტორი.

მუხლი 2
.   საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს;

 საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს;

 საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს;

 გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში;

 Human Rights Watch-ის ევროპული და ცენტრალური აზიის განყოფილების კონსულტანტს;

 საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელს - ადამიანის უფლებათა დაცვის უფროს დამკვირვებელს სამხრეთ კავკასიაში;

 საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს;

 საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის (NORLAG) ხელმძღვანელს;

 საერთაშორისო ორგანიზაციის „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ რეგიონალურ დირექტორს;

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისის დირექტორს;

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს;

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს;

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – კონსტიტუციის 42-ე მუხლის თავმჯდომარეს.

 

მუხლი 3
დამტკიცდეს ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს

დებულება


თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

1. ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საკოორდინაციო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

 

თავი II

საკოორდინაციო საბჭოს სტრუქტურა

 

მუხლი 2

1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს ექსპერტები და მეცნიერები.

3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.

4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

 

თავი III

საკოორდინაციო საბჭოს ამოცანები

 

მუხლი 3

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი;

ბ) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

გ) ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის შესახებ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება, იმპლემენტაციის მონიტორინგი და საქართველოს მთავრობისათვის რეკომენდაციების წარდგენა;

დ) ადამიანთა წამებასთან, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობასა და დასჯასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ასევე, მათთან ერთად ერთობლივი წინადადების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;

ე) „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ 1984 წლის კონვენციის 2002 წლის ფაკულტატური ოქმის თანახმად შექმნილი ეროვნული პრევენციის მექანიზმის საქმიანობის ხელშეწყობა.

 

თავი IV

საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

 

მუხლი 4

1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე.

3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ.

4. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

5. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კოორდინირებას უწევს სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას.

7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს.

9. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკოორდინაციო საბჭოს წევრთა  ნახევარზე მეტი.

10. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

11. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

12. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო ვალდებულია სხდომის ოქმი გადაუგზავნოს საკოორდინაციო საბჭოს წევრებსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს.

              

მუხლი 5

1. საკოორდინაციო საბჭო, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტიანი განხორციელების, აგრეთვე,ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის შესახებ სტრატეგიით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, ხმათა უმრავლესობით, ქმნის სამუშაო ჯგუფებს.

2. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები.

3. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პერიოდულობას, სამუშაო ჯგუფზე დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკოორდინაციო  საბჭო.

4. სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.

      

მუხლი 6

საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.