დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 278 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.10.003.017898 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/04/2014 - 09/08/2018)
|
| მუხლი 1 |
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად დამტკიცდეს:
ა) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №1); ბ) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №2); გ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №3); დ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანისა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №4); ე) მოტოციკლის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი №5); ვ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №6); ზ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №7); თ) საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ხელმძღვანელებისათვის, ელჩებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი №8); ი) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №9); კ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) - ტიპი №2 (დანართი №10); ლ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალის წევრებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ნიმუში (დანართი №11); მ) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №12); ნ) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №13); ო) საკონსულო დაწესებულებების შტატის საკონსულო თანამდებობის პირებისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი №14); პ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №15); ჟ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №16); რ) დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მოსამსახურე პერსონალისათვის განკუთვნილი მოტოციკლების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) ნიმუში (დანართი №17); ს) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №1 (დანართი №18); ტ) „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში“ საკუთრებაში არსებული ავტომობილებისა და მისაბმელების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ნიმუში - ტიპი №2 (დანართი №19); უ) ავტომობილის შიდა ტრანზიტის ნიმუში (დანართი №20); ფ) მოტოციკლის შიდა ტრანზიტის ნიმუში (დანართი №21); ქ) ტრანზიტული ნომრის ნიმუში (დანართი №22); ღ) „TEST“ ნომრის ნიმუში (დანართი №23); ყ) სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტსა და „TEST“ ნომერზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუში (დანართი №24); შ) მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერსა (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) და შიდა ტრანზიტზე დასატანი სერიისა და ნომრის შრიფტის ნიმუში (დანართი №25); ჩ) გაყალბებისაგან დამცავი ჰოლოგრამის ნიმუში (დანართი №26); ც) სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი), შიდა ტრანზიტისა და „TEST“ ნომრის ტექნიკური მახასიათებლები და გაყალბებისაგან დამცავი საშუალებები (დანართი №27). 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემული და იურიდიული ძალის მქონე ამ მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“-„ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2020 წლის 1 სექტემბრამდე; ბ) „უ“-„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სარეგისტრაციო ნიშნებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ მიმოქცევაში არსებობის ვადით. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, 2014 წლის 1 სექტემბრიდან სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს, მხოლოდ ამ დადგენილებით დამტკიცებული ნიმუშების შესაბამის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის დამზადება/გაცემა. 4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული ნიმუშების სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის დამზადებისათვის/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები