დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 318 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.10.003.024152 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/08/2023 - 28/03/2024)
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/04/2014, 310150000.10.003.017898) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, „TEST“ ნომრის ტექნიკური მახასიათებლები და სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), „TEST“ ნომრის გაყალბებისაგან დამცავი საშუალებები (დანართი №27).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული: ა) დანართი №20 და დანართი №21 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) დანართი №22 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; გ) დანართი №27 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული ნიმუშების სატრანსპორტო საშუალებათა შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის დამზადებისათვის/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება, ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების დადგომამდე. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის შიდა ტრანზიტსა და ძველი ნიმუშის ტრანზიტულ ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მათი მოქმედების ვადით. |
| მუხლი 4 |
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №27-ის მე-11 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან. 3. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №27-ის მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან. |
|
დანართი №20
|
ავტომობილის „შიდა ტრანზიტის“ ნიმუში
სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა: სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კიდესთან, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“. სარეგისტრაციო ნიშანს კიდის ქვედა ნახევარზე ჰორიზონტალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ლათინური ასოებით დატანილია „TRANSIT“. მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე შავი წარწერით დაიტანება ნომერი და სერია (ოთხი ციფრი და სივრცის გამოტოვებით – ორი ლათინური ასო). შენიშვნა: ესკიზზე ნაჩვენები ზომის ერთეულია მილიმეტრი. ზომაში ცდომილება დასაშვებია ± 2 მმ-ით.
დანართი №21
მოტოციკლის „შიდა ტრანზიტის“ ნიმუში
სარეგისტრაციო ნიშნის ზოგადი აღწერილობა: სარეგისტრაციო ნიშნის მარცხენა მხარეს, ზედა კიდესთან, გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვედა მხარეს − საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. მარცხენა მხარეს, ქვედა კუთხეში, დატანილია ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“. სარეგისტრაციო ნიშანს კიდის მარჯვენა მხარეს ვერტიკალურად გასდევს წითელი ზოლი, რომელზეც ასევე ვერტიკალურად, ლათინური ასოებით, დატანილია „TRANSIT“. თეთრ ფონზე შავი წარწერით ზედა ნაწილში დაიტანება ნომერი (სამი ციფრი), ხოლო ქვედა ნაწილში − სერია (ორი ლათინური ასო). შენიშვნა: ესკიზზე ნაჩვენები ზომის ერთეულია მილიმეტრი. ზომაში ცდომილება დასაშვებია ± 2 მმ-ით.
დანართი №22
ტრანზიტული ნომრის ნიმუში
ტრანზიტული ნომრის ზოგადი აღწერა: ტრანზიტული ნომერი დამზადებულია შუქამრეკლი თვითწებადი ფირისაგან. ტრანზიტულ ნომერზე ნომერი და სერია დაიტანება მარცხნიდან მარჯვნივ: სამი ციფრის კომბინაცია, სამი ლათინური ასო. ტრანზიტული ნომრის შუა, ზედა ნაწილში აღინიშნება ნომრის გაცემის წელი. შენიშვნა: ა) ტრანზიტული ნომრის ქაღალდის წონაა 165-260 გ; ბ) ტრანზიტული ნომრის სიგრძეა 295 მმ, ხოლო სიგანე − 110 მმ. ზომაში ცდომილება დასაშვებია ± 2 მმ-ით.
დანართი №27
სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, „TEST“ ნომრის ტექნიკური მახასიათებლები და სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), „TEST“ ნომრის გაყალბებისაგან დამცავი საშუალებები
1. ეს დანართი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტისა და „TEST“ ნომრის ტექნიკურ მახასიათებლებსა და სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) და „TEST“ ნომრის გაყალბებისაგან დამცავ საშუალებებს. 2. გარდა ამ დანართით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლებისა და გაყალბებისაგან დამცავი საშუალებებისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) და „TEST“ ნომრის დამზადებისას გამოიყენოს გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლები, აგრეთვე, დამატებით, გამოიყენოს გაყალბებისაგან დამცავი სხვა საშუალებები. 3. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) და „TEST“ ნომერი მზადდება ალუმინის შენადნობისაგან (EN AW-1200 [Al 99] EN573-3 შესაბამისად). 4. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) და „TEST“ ნომრის დასამზადებელი ფირფიტის მეორე მხარე დაფარულია დამცავი ლაქის ფენით. 5. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) და „TEST“ ნომრის ფირფიტის მინიმალური მექანიკური მახასიათებლები მოცემულია №1 ცხრილში. 6. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნების) და „TEST“ ნომრის ფირფიტის შუქამრეკლი ფირის მინიმალური მახასიათებლებია: ა) შუქამრეკლი ფირი უნდა იყოს მდგრადი გარე ფაქტორების მიმართ; ბ) შუქამრეკლი ფირის ფოტომეტრული და ფერომეტრული მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ISO 7591-ის სტანდარტის მოთხოვნებს. 7. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომერზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) და „TEST“ ნომერზე: ა) საქართველოს დროშა დაიტანება შრეებს შორის ბეჭდვის მეთოდით; ბ) გაყალბებისაგან დამცავი ჰოლოგრამა დაიტანება ცხელი დატვიფვრის მეთოდით; გ) შრეებს შორის ბეჭდვის მეთოდით დაიტანება ე.წ. „2D ბარკოდი“; დ) შრეებს შორის ბეჭდვის მეთოდით დაიტანება სპეციალური დამცავი ნიშან-სიმბოლოები, რომლებიც ხილვადია მხოლოდ გარკვეული კუთხიდან შეხედვისას. 8. ამ დადგენილების №1-№5 დანართებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრებზე (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) მარცხენა მხარეს არსებული ლურჯი ზოლის დაფერვა ხორციელდება შრეებს შორის ბეჭდვის მეთოდით. 9. ამ დადგენილების №6-№19 დანართებით განსაზღვრული რეგისტრაციის ნომრების (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) ფერადი ფონის დაფერვა ხორციელდება შრეებს შორის ბეჭდვის მეთოდით. 10. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები) და „TEST“ ნომრის ფირფიტების გვერდები უნდა დაიპრესოს ნახაზზე ნაჩვენები ფორმით:
11. შიდა ტრანზიტი: ა) შიდა ტრანზიტის ფირფიტა მზადდება ალუმინის შენადნობისაგან, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მითითებულ მაჩვენებლებს:
ბ) შიდა ტრანზიტის ფირფიტის წინა მხარეს დატანილი შუქამრეკლი ფირის ან თეთრი ფერის საღებავის (რომელიც უნდა იყოს შუქამრეკლი) ფოტომეტრული და ფერომეტრული მახასიათებლები 50 -იანი შესვლის კუთხის გათვალისწინებით, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მითითებულ მაჩვენებლებს:
გ) შიდა ტრანზიტის ფირფიტების გვერდები უნდა დაიპრესოს ნახაზზე ნაჩვენები ფორმით:
დ) შიდა ტრანზიტზე: დ.ა) საქართველოს დროშა, საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“ და წარწერა „TRANSIT“: დ.ა.ა) შუქამრეკლ ფირზე დაიტანება შრეებს შორის ბეჭდვის მეთოდით; დ.ა.ბ) თეთრი ფერის საღებავით შესრულებულ ფონზე დაიტანება შესაბამისი ფერის (შავი, წითელი, თეთრი) საღებავებით; დ.ბ) ე.წ. „2D ბარკოდი“ დაიტანება ლაზერის საშუალებით.
ცხრილი №1
| ||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება 




დოკუმენტის კომენტარები