დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №318 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 110 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/03/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 310150000.10.003.024503 |
|
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №318 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნები), შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრისა და „TEST“ ნომრის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის №278 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 18 აგვისტოს №318 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/08/2023, 310150000.10.003.024152) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. დანართ №20-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ავტომობილის შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ნიმუში“. 2. დანართ №21-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მოტოციკლის შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ნიმუში“. 3. დანართ №27-ის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. შიდა ტრანზიტი და ტრანზიტული ნომერი: ა) შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ფირფიტა მზადდება ალუმინის შენადნობისაგან, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მითითებულ მაჩვენებლებს:
ბ) შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ფირფიტის წინა მხარეს დატანილი შუქამრეკლი ფირის ან თეთრი ფერის საღებავის (რომელიც უნდა იყოს შუქამრეკლი) ფოტომეტრული და ფერომეტრული მახასიათებლები, 50-იანი შესვლის კუთხის გათვალისწინებით, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მითითებულ მაჩვენებლებს:
გ) შიდა ტრანზიტისა და ტრანზიტული ნომრის ფირფიტების გვერდები უნდა დაიპრესოს ნახაზზე ნაჩვენები ფორმით:
დ) შიდა ტრანზიტსა და ტრანზიტულ ნომერზე: დ.ა) საქართველოს დროშა, საქართველოს საერთაშორისო კოდი − „GE“ და წარწერა − „TRANSIT“: დ.ა.ა) შუქამრეკლ ფირზე დაიტანება შრეებს შორის ბეჭდვის მეთოდით; დ.ა.ბ) თეთრი ფერის საღებავით შესრულებულ ფონზე დაიტანება შესაბამისი ფერის (შავი, წითელი, თეთრი) საღებავებით; დ.ბ) ე. წ. „2D ბარკოდი“ დაიტანება ლაზერის საშუალებით.
ცხრილი №1
|
მუხლი 2 |
დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტრანზიტული ნომრის ახალი ნიმუშის დამზადებისათვის/გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების 2024 წლის 1 აპრილამდე განხორციელება.
|
მუხლი 3 |
2024 წლის 1 აპრილამდე გაცემულ და იურიდიული ძალის მქონე ძველი ნიმუშის ტრანზიტულ ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მისი მოქმედების ვადით.
|
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები