სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210040.10.003.017762
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
143
13/02/2014
ვებგვერდი, 18/02/2014
010210040.10.003.017762
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/02/2014 - 28/10/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №143

2014 წლის 13 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილებით დამტკიცებული „სა­ხელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების“ მე-8 მუხლის მე‑2 პუნქ­ტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო რწმუ­ნებუ­ლის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამა­ტებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 2 ოქტომბრის №412 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის

ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები


თავი I. ზოგადი მოთხოვნები

მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოე­თხოვებათ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინის­ტრა­ციის საჯარო მოსამსახურეებს

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტისა, მოეთხოვება შემდეგი სამართ­ლებრივი აქტების ცოდნა:

 ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);

ე) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის შესახებ“;

  ვ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება.

 

თავი II. სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატი

 

   მუხლი 2. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც  და­მატე­ბით მოეთხოვებათ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპა­რატის საჯარო მოსამსახურეებს

 სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის (შემდგომში –აპარატი) საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირ­ველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მო­ვა­­ლეობებიდან გამომდინარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართ­ლებ­­რივი აქტების ცოდნა:

 ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

 ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

  გ) „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წე­სის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებე­რ­ვლის №46 ბრძანებულება;

დ) „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქა­რთვე­ლოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულება;

 ე) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსე­ბის მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 თებერვლის №57 დადგენილება;

  ვ) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტო­მატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგე­ნილება;

ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

 თ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

  ი) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“;

კ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის  დამტკიცების თა­ო­ბაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძა­ნება;

ლ) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენ­­დე­რისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;

მ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შე­სახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება.

 

მუხლი 3. აპარატის უფროსი

  აპარატის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑2 მუ­ხ­ლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

 ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 4. აპარატის უფროსის მოადგილე

აპარატის უფროსის მოადგილეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთ­ხოვ­ნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთ­ხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

 გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

 მუხლი 5. აპარატის მთავარი სპეციალისტი

  აპარატის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვ­ნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

 ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

 მუხლი 6. აპარატის უფროსი სპეციალისტი

 აპარატის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ სა­კვა­ლიფიკაციო მოთხოვ­ნე­ბის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საკით­ხე­ბისა, მოეთხოვება:

 ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

 

 

        მუხლი 7. აპარატის სპეციალისტი

          აპარატის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფი­კა­ციო მოთხოვნების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოე­თ­ხოვება:

          ა) საშუალო განათლება;

          ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

 

თავი III. ადგილობრივი თვითმმართველობის

ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური

 

        მუხლი 8. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც დამა­ტე­ბით მოეთხოვებათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებ­თან ურ­თი­ერთობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვ­ნე­ბის პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომდინარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამარ­თ­ლებ­რივი აქტების ცოდნა:

 ა) საქართველოს კანონი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“;

 გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

 ე) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოე­ბის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“;

 ვ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთე­უ­ლის ქონების შესახებ“.

 

        მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთი­ერ­­თობის სამსახურის უფროსი

 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­­­სახუ­რის უფროსს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხ­ლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 10. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურ­თი­ერ­თობის სამსახურის უფროსის მოადგილე

   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­სახუ­რის უფროსის მოადგილეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვ­ნე­ბის მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

        მუხლი 11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურ­თი­ერ­თობის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

 ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

        მუხლი 12. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთი­ერ­თობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

   ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­­სახურის უფროს სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

        მუხლი 13. ადგილობრივი თვითმმართველობისა ორგანოებთან ურ­თი­ერთობის სამსახურის  სპეციალისტი

 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამ­სა­ხურის სპეციალისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑8 მუხლით გათვალისწინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

 ა) საშუალო განათლება;

 ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

თავი IV. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური

 

        მუხლი 14. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც და­მა­ტე­ბით მოეთხოვებათ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამ­სა­ხურის საჯარო მოსამსახურეებს

  რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის საჯარო მოსამ­სახურეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთ­ვ­­ლილი სამართლებრივი აქტებისა, ფუნქციური მოვალეობებიდან გამომ­დი­­ნარე, დამატებით მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

 ა) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონე­ბის შესახებ“;

 ბ) საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;

 გ) საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შე­სახებ“;

 დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

ვ) „საქართველოს რეგიონალური განვითარების 2010-2017 წწ. სახელმ­წიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონალური განვი­თა­რების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილება;

ზ) „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დე­ბულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილება;

 თ) „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმ­წიფო სტრატეგიის 2011-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 ოქტომბრის №2023 გან­კარგულება;

 ი) საქართველოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიე­რე­ბის აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“;

 კ) „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახე­ლმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 5 აგვისტოს №2-129 ბრძანება;

ლ) „ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკი­ცე­ბის შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 4 ივლისის №2-101 ბრძანება.

 

 მუხლი 15. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი

 რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსს, გარ­და ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გათვალისწი­ნებული სა­­­კით­ხებისა, მოეთხოვება:

 ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

 გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

მუხლი 16. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფ­როსის მოადგილე

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მო­ად­გი­ლეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გათ­ვა­ლის­წინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

 ბ) მუშაობის არანაკლებ 6 თვის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

        მუხლი 17. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთა­ვარი სპეციალისტი

რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარ სპე­ცი­ა­­ლისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გა­თ­ვა­ლის­წინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

 ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

        მუხლი 18. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფ­როსი სპეციალისტი

 რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს სპე­ცია­ლისტს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გა­თ­ვა­ლის­წინებული საკითხებისა, მოეთხოვება:

 ა) უმაღლესი განათლება;

 ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

        მუხლი 19. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის სპე­ციალისტი

   რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის სპეციალისტს, გარ­და ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მე‑14 მუხლით გათვალის­წინე­ბუ­ლი საკითხებისა, მოეთხოვება:

 ა) საშუალო განათლება;

 ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.

 

თავი V. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

 

        მუხლი 20. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი,  უფროსის მოადგილე, უფროსი სპეციალისტი და სპეციალისტი

1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსსა და უფრო­სის მოადგილეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველ მუხლში ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტებისა, დამატებით მოეთხოვებათ შემდე­გი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

 ა) საქართველოს კანონი „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგან­გებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესა­ხებ“;

 ბ) „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე  ეროვ­ნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრე­ზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულება;

გ) „საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესა­ხებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 21 მარტის №68 დადგენილება;

 დ) „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დად­გე­ნილება;

ე) „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურე­ბები­სა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნე­ბულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუა­ცი­ე­ბის მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამ­ტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ივნისის №571 ბრძანება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარ­­და, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსსა და უფრო­სის მოადგილეს დამატებით მოეთხოვებათ:

ა) უმაღლესი განათლება;

  ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გარ­და, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს სპეციალის­ტ­სა და სპეციალისტს დამატებით მოეთხოვებათ:

ა) საშუალო განათლება;

 ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდ­ნა.