„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210040.10.003.018414
30
03/02/2015
ვებგვერდი, 04/02/2015
010210040.10.003.018414
„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №30

2015 წლის 3 თებერვალი

ქ.თბილისი

„სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №143 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18.02.2014, 010210040.10.003.017762)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“:

1.    პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოე­თხოვებათ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინის­ტრა­ციის საჯარო მოსამსახურეებს

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ყველა საჯარო მოსამსახურეს მოეთხოვება შემდეგი სამართ­ლებრივი აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

 გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

დ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი‘‘ (I, II, III და IV თავები);

ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘;

ვ) „სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება.‘‘.

2.  მე-5 თავი ამოღებულ იქნეს. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერ­თო­ბებზე.   

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი