,,სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 602
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210040.10.003.018222
602
28/10/2014
ვებგვერდი, 28/10/2014
010210040.10.003.018222
,,სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №602

2014 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს   კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №143 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2014, 010210040.10.003.017762) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების‘‘:

1. პირველი მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;‘‘.

2. მე-2 მუხლის ,,გ‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილება;

დ) ,,საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილება;‘‘.

3. მე-8 მუხლის ,,ე‘‘ და ,,ვ‘‘ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-14 მუხლის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ;‘‘.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი