დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/02/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016314 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/02/2014 - 21/05/2014)
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №118 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 14 თებერვლიდან. |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს
დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ციფრული მაუწყებლობის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სარგებლობს სპეციალური უფლებაუნარიანობით, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 4. სააგენტოს აქვს დებულება, ბეჭედი, ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №46.
მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები
ა) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოთა კოორდინაცია; ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდიებით ოპტიმალურად უზრუნველყოფა; გ) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობისათვის შესაბამისი დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა.
ა) საზოგადოების ინფორმირების პრიორიტეტების განსაზღვრა, დაგეგმვა და განხორციელება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში, პროცესის ტექნიკური და ინფორმაციული დაგეგმვა და უზრუნველყოფა; გ) შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად საჭირო სამუშაოების კოორდინირება და კონტროლი, მათ შორის სამუშაოების ეფექტურად წარმართვისათვის შესაბამისი დამატებითი ტექნიკური და საკონსულტაციო მომსახურების შეძენის განხორციელება; დ) ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის შესყიდვის პროცესის ტექნიკური საკითხების კოორდინირება და შესყიდვის პროცესის განხორციელება; ე) ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოთა წარმართვისათვის საფინანსო და ტექნიკური დახმარების მოზიდვის მიზნით საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ვ) ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის დარიგების და მონტაჟის პროცესის დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი.
მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; გ) ზედამხედველობს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; დ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სააგენტოში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს საბიუჯეტო და ბუღალტრულ დოკუმენტაციას, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შედგენილ შესაბამის დოკუმენტებს, მიღება-ჩაბარების აქტებს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს); თ) საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე, იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით; ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს სტრუქტურა შედგება: ა) მარკეტინგის ჯგუფი; ბ) ადმინისტრაციული ჯგუფი; გ) ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის მიმართულება; დ) ტექნიკური მიმართულება.
მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები 1. მარკეტინგის ჯგუფი ა) საზოგადოების ინფორმირების პრიორიტეტების განსაზღვრა, დაგეგმვა და განხორციელება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში, პროცესის ტექნიკური და ინფორმაციული დაგეგმვა და უზრუნველყოფა (მათ შორის, ქოლ-ცენტრის მომსახურება). 2. ადმინისტრაციული ჯგუფი ა) სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვა; გ) ლოჯისტიკური უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ე)საქმისწარმოების ორგანიზება; ვ) ადამიანური რესურსების მართვა. 3. ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის მიმართულება ა) ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის დარიგების და ინსტალაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელების კონტროლი. 4. ტექნიკური მიმართულება ა) საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გასავრცელებლად ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის მშენებლობის პროცესის კოორდინირება და კონტროლი; ბ) ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის შესყიდვის პროცესის ტექნიკური საკითხების კოორდინირება.
მუხლი 6. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს საქმიანობის კანონიერებაზე, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას. 2. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) სესხის აღება; ბ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; გ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 7. სააგენტოს დაფინანსება და ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოს სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 8. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. დასკვნითი დებულებები დებულების გაუქმება ან/და მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები