დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის №1-1/38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/129 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016323 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის №1-1/38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის №1-1/38 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 1
4/02/201
4,
040030000.22.024.016314) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ფუნიკოლიორის ზედა პლატო;“; |
2.
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) მაღალი კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად, სახელმწიფოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის მშენებლობით დაინტერესებული სატელეკომუნიკაციო აპარატურის და სერვისების მომწოდებელთა მოძიება, მათთვის ქსელის მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, არსებული ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლის ხელშეწყობა; |
3.
მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) ახორციელებს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, “ბ“ „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
4.
მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
|
5.
მე-5 მუხლის:
|
ა)
მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
|
ბ)
მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის დარიგების და მონტაჟის პროცესის დაგეგმვა და კონტროლის განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები