„საჯარო სამართლის იურიდიული პირის — ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის №1-1/38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 24/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016354
1-1/407
30/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
040030000.22.024.016354
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის — ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის №1-1/38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/407

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის — ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის №1-1/38 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 13 თებერვლის №1-1/38 ბრძანებით (matsne.gov.ge ვებგვერდი, 14/02/2014 040030000.22.024.016314) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ ჩაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

            „11. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „Digital Broadcasting Agency“.“;

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სოციალურად დაუცველი  ოჯახების  მონაცემთა  ერთიან ბაზაში  70000  და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული  ოჯახებისათვის (შემდგომში — სოციალურად დაუცველი მოსახლეობა) სუბსიდიებით ოპტიმალურად უზრუნველყოფა;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            „ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობების შესყიდვის პროცესის ტექნიკური საკითხების კოორდინირება და შესყიდვის განხორციელება;

ვ) სოციალურად დაუცველი  ოჯახების  მონაცემთა  ერთიან ბაზაში  70000  და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული  იმ ოჯახებისათვის, რომლებშიც არის ერთი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობების დარიგების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;“;

3.  მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის  პროცესში, პროცესის ტექნიკური და ინფორმაციული დაგეგმვა და უზრუნველყოფა (მათ შორის ქოლ-ცენტრის შექმნა და მართვა 2014 წლის განმავლობაში).“;

ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობების შესყიდვის პროცესის ტექნიკური საკითხების კოორდინირება;

გ) სოციალურად დაუცველი  ოჯახების  მონაცემთა  ერთიან ბაზაში  70000  და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული  იმ ოჯახებისათვის, რომლებშიც არის ერთი ან მეტი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობების დარიგების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება.“.

მუხლი 2
  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 24 დეკემბრიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი