საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190000.10.003.017754
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
135
07/02/2014
ვებგვერდი, 12/02/2014
010190000.10.003.017754
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/02/2014 - 18/01/2016)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №135

2014 წლის 7 თებერვალი

ქ.თბილისი

 

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ

მუხლი 1
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑4 მუხლის მე‑5 პუნქტის „ა“, „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამ­ტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდი­ვ­­­ნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა გან­ხორ­­­ციელების წესი“.
მუხლი 2
 

საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინის­ტრების აპარატებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორი კვირის ვადაში წარმოადგინონ წინადადებები კანონპროექტების მომზადების მიზნით შექ­მნილი სათათბირო ორგანოების (საბჭოები, კომისიები) მუშაობაში საქარ­თვე­ლოს მთავრობის საპარლამენტო მდივანის მონაწილეობის უზ­რუნ­ველ­ყოფის თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების წესი

მუხლი 1. წესის რეგულირების სფე­რო

ეს წესი არეგულირებს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და კა­ნონ­შემოქმედებითი საქმიანობის დახვეწის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) საკა­ნონ­მდებ­ლო ინიცია­ტი­ვის გან­ხორციელების მიზნით, საქართველოს სამინისტროებ­ის/სა­ხე­ლმ­წი­ფო მი­ნისტ­რების აპა­რატების საპარლამენტო მდივნებთან საქარ­თვე­ლოს მთავ­რობის საპარლამენტო მდივნის (შემ­დგომ­ში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) ურთი­ე­რთო­ბის საკი­თ­ხებს.

მუხლი 2. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა

1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორცი­ელ­დება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მიხედვით.

2. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა დგება სამ­თავ­­რობო პროგრამისა და საერთა­შორისო ვალდებულებების საფუძვე­ლ­ზე, საქართველოს სა­მინისტროების, სახელმ­წიფო მინისტრების აპარატების საპარლამენტო მდივ­ნების მიერ წარ­დგე­ნილი წინადადე­ბების გათვა­ლის­წინებით და მოი­ცავს გარკვეული პე­რიო­­დისათვის მთავ­რობის მიერ განსახორცი­ელებელი კა­ნონ­შემოქმე­დე­ბითი საქმიანო­ბის  ნუსხას.

3. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა დგება წე­ლი­წად­ში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის.

4. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას ადგენს მთა­ვ­რობის სა­პარ­­ლა­მენტო მდივანი სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრების აპა­რატების საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონ­პროექტების მომზადების გეგმების სა­ფუძ­ველზე.

­5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებაზე.

6. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას მთავრობის საპარლამენ­ტო მდივნის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა.

7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახული  უნდა იქნეს:

ა) კანონპროექტის დასახელება;

ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება (პრობ­ლემის არსი და ანალიზი);

გ) კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის გადაჭრის გზა);

დ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფი­ნანსური სახსრების შესახებ;

ე) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი.

8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარ­ედგინოს პარლამენტის სასესიო პე­რი­ოდის და­წ­ყე­ბამდე ერთი თვით ადრე.

9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კა­ნონ­პროექტის მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის წარდგენა დასაშ­ვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სა­მა­რთ­ლებრივი აქტით გან­საზ­ღვ­რული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრუ­ლე­ბის  მიზ­ნით.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავ­რობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში შესაბამისი კანონპ­როექ­ტის ასახვის მიზნით, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინის­ტრების აპა­რატე­ბის საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარ­უდ­გე­ნენ დასაბუთებულ წინადადებას.

მუხლი 3. კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა

1. კანონპროექტის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების (ექსპერტებთან, სპეციალისტებთან შეხვედრები; კონფერენციები; კომი­სი­ების, სამუშაო ჯგუფების, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ფარ­გლებში შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრების აპა­რატები აღ­ნიშ­ნულის თაობაზე აცნობებენ მთავრობის საპარლამენტო მდი­ვანს და უზ­რუნველყოფენ აღნიშნულ ღონისძიებებში მთავრობის სა­პარ­ლამენტო მდი­ვ­ნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობას.

2. დაუშვებელია ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვა­ლისწი­ნე­ბული პროცედურების დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდო­მა­ზე ინიციირება.

მუხლი 4. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა

1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობას წარუ­დგენს წინა­დადებებს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების საპარლა­მენ­­ტო მდივნები ვალდებულნი არიან მთავრობის სა­პარ­ლამენტო მდივნის დავალების შემთხვევაში, მოამ­ზადონ და წარუდ­გი­ნონ მას შე­საბამისი კა­ნონპროექტ(ებ)ი.

მუხლი 5. კონტროლი

კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ, სა­მა­რთ­ლებ­რივი აქტით განსაზ­ღვრულ ან/ და მთავრობის მიერ გაცე­მულ დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის სა­პარ­­ლა­მენტო მდი­ვა­ნი.