„საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 14/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190000.10.003.019101
37
18/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
010190000.10.003.019101
„საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №37

2016 წლის 18 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №135 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/02/2014, 010190000.10.003.017754) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. ამ დადგენილების დანართით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტ(ებ)ში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებიდან, ხოლო საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენიდან 2 დღის ვადაში წარედგინება სსიპ  – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად, საჯარო გაცნობის მიზნით, ხოლო სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არა უადრეს 2 კვირისა – საქართველოს პარლამენტს.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება, თუ შესაბამისი კანონპროექტი:

ა) ეხება კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან  ტერმინოლოგიური ხასიათის ან სხვა სახის ტექნიკური ხასიათის ცვლილებას, ასევე კანონში დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, თუ იგი არ ცვლის კანონის ზოგად პრინციპსა და ძირითად დებულებებს;

ბ) შესაბამისობაში მოდის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე საქართველოს საკანონმდებლო აქტთან, საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებასთან ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან;

გ)  საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია თანმდევი კანონპროექტის სახით;

დ)  საქართველოს მთავრობის რეგლამენტით განსაზღვრული წესით „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში წინასწარი შეთანხმების მიზნით ატვირთვამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, არანაკლებ 2 კვირის ვადით, ინიციატორი უწყების წარდგინების საფუძველზე გამოქვეყნებულ იქნა სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე, საჯარო გაცნობის მიზნით.“.

2. დადგენილებას დაემატოს დანართი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 თებერვლიდან. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



„დანართი

1. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;

2. საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“;

3. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“;

4. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;

5. საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;

6. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“;

7. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

8. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

9. საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“;

10. საქართველოს კანონი „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“;

11. საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“;

12. საქართველოს კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“;

13.  საქართველოს კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“;

14. საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“;

15. საქართველოს კანონი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“;

16. საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“;

17. საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“;

18. საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“;

19. საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“;

20. საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“.“.