დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 135 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/02/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 14/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190000.10.003.017754 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (12/02/2014 - 18/01/2016)
|
მუხლი 1 |
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑4 მუხლის მე‑5 პუნქტის „ა“, „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების წესი“. |
მუხლი 2 |
საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრების აპარატებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან ორი კვირის ვადაში წარმოადგინონ წინადადებები კანონპროექტების მომზადების მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოების (საბჭოები, კომისიები) მუშაობაში საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანის მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ კანონით განსაზღვრულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების წესი
|
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის დახვეწის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით, საქართველოს სამინისტროების/სახელმწიფო მინისტრების აპარატების საპარლამენტო მდივნებთან საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის (შემდგომში – მთავრობის საპარლამენტო მდივანი) ურთიერთობის საკითხებს. მუხლი 2. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა 1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მიხედვით. 2. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა დგება სამთავრობო პროგრამისა და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით და მოიცავს გარკვეული პერიოდისათვის მთავრობის მიერ განსახორციელებელი კანონშემოქმედებითი საქმიანობის ნუსხას. 3. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, პარლამენტის თითო სასესიო პერიოდისათვის. 4. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას ადგენს მთავრობის საპარლამენტო მდივანი სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების საპარლამენტო მდივნების მიერ წარდგენილი და საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის საპარლამენტო მდივნის მიერ შემუშავებული კანონპროექტების მომზადების გეგმების საფუძველზე. 5. მთავრობის საპარლამენტო მდივანი პასუხისმგებელია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მომზადებაზე. 6. კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმას მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარდგინებით ამტკიცებს მთავრობა. 7. კანონპროექტების მომზადების გეგმაში ასახული უნდა იქნეს: ა) კანონპროექტის დასახელება; ბ) კანონპროექტის მომზადების აუცილებლობის დასაბუთება (პრობლემის არსი და ანალიზი); გ) კანონპროექტის მოკლე აღწერა (პრობლემის გადაჭრის გზა); დ) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის მიღებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრების შესახებ; ე) კანონპროექტის წარდგენის სავარაუდო თარიღი. 8. კანონპროექტების მომზადების გეგმები მთავრობის საპარლამენტო მდივანს უნდა წარედგინოს პარლამენტის სასესიო პერიოდის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. 9. კანონპროექტების მომზადების გეგმით გაუთვალისწინებელი კანონპროექტის მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ან სამართლებრივი აქტით განსაზღვრული/მთავრობის მიერ გაცემული დავალების ან/და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში შესაბამისი კანონპროექტის ასახვის მიზნით, საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატების საპარლამენტო მდივნები მთავრობის საპარლამენტო მდივანს წარუდგენენ დასაბუთებულ წინადადებას. მუხლი 3. კანონპროექტის მომზადების პროცესში მონაწილეობა 1. კანონპროექტის მომზადების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების (ექსპერტებთან, სპეციალისტებთან შეხვედრები; კონფერენციები; კომისიების, სამუშაო ჯგუფების, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში შეხვედრები და ა.შ.) დაგეგმვის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრების აპარატები აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ მთავრობის საპარლამენტო მდივანს და უზრუნველყოფენ აღნიშნულ ღონისძიებებში მთავრობის საპარლამენტო მდივნის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობას. 2. დაუშვებელია ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე ინიციირება. მუხლი 4. საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა 1. მთავრობის საპარლამენტო მდივანი მთავრობას წარუდგენს წინადადებებს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თაობაზე. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრების აპარატების საპარლამენტო მდივნები ვალდებულნი არიან მთავრობის საპარლამენტო მდივნის დავალების შემთხვევაში, მოამზადონ და წარუდგინონ მას შესაბამისი კანონპროექტ(ებ)ი. მუხლი 5. კონტროლი კანონშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ, სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ან/ და მთავრობის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. |
დოკუმენტის კომენტარები