„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/01/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.017731
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
112
27/01/2014
ვებგვერდი, 28/01/2014
480140000.10.003.017731
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/01/2014 - 17/07/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №112

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით შეიქმნას ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ბერუჩაშვილი - საქართველოს  საგარეო  საქმეთა მი­ნი­ს­­ტ­­რის      მოადგილე, კომისიის თანათავმჯდომარე

მარიამ რაქვიაშვილი -  ევროპულ  და  ევროატლანტიკურ  სტრუქ­ტურებში  ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტ­რის მოადგილე,  კომისიის თანათავმჯდომარე

მიხეილ ჯანელიძე ‑ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

მარიამ ვალიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოა­დგილე, კომისიის წევრი

ქეთევან  ციხელაშვილი  -  შერიგებისა  და  სამოქალაქო  თანასწო­რობის  საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი

თენგიზ შერგელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითა­რე­ბისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი

დავით ლეჟავა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერე­ბის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი

რატი ბრეგაძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქ­მეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

ნინო   შარაშიძე  -  საქართველოს   გარემოსა   და   ბუნებრივი   რე­სუ­რ­სების   დაცვის   მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი

მიხეილ დარჩიაშვილი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

გოჩა ლორთქიფანიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მო­ადგილე, კომისიის წევრი

მარინე  მიზანდარი  - საქართველოს  კულტურისა  და  ძეგლთა  და­ც­ვის  მინისტრის  პირველი მოადგილე, კომისიის წევრი

ილია  კვიტაიშვილი - საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მინის­ტრის  მოადგილე,  კომისიის წევრი

ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოა­დ­გილე, კომისიის წევრი

მარიამ  ჯაში  -  საქართველოს  შრომის,  ჯანმრთელობისა  და  სოცი­ა­ლური  დაცვის  მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

ეკატერინე  ქრისტესაშვილი  -  საქართველოს  სასჯელაღსრულების,   პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოად­გილე, კომისიის წევრი

ნინო  ჭავჭავაძე  -  საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი

ზაალ სარაჯიშვილი - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელ­მწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი

თეა ახვლედიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის აღმასრულე­ბელი მდივანი

არჩილ ყარაულაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქ­ტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინის­ტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტა­მენტის უფროსი, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივანი, კომისიის წევრი.

მუხლი 2
დამტკიცდეს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომლაპარაკებელი კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „საქართველოსა  და  ევროკავშირს  შორის  ასოცირების  დღის  წეს­რიგის“ ტექსტის  მიღებისა და განახლების მიზნით ევროკავშირთან მომ­ლაპარაკებელი კომისიის (შემდგომში ‑ კომისია) შემადგენლობა განი­საზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.  კომისია  თავის  საქმიანობისას  ხელმძღვანელობს      საქართვე­ლოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულე­ბე­ბით,  საკანონმდებლო  და  კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

 

მუხლი 2. კომისიის ამოცანები და ფუნქციები

კომისიის ამოცანები  და  ფუნქციებია:

ა) „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წეს­რიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების თაობაზე ევროკავშირთან მო­ლაპარაკების პროცესში საქართველოს პოზიციის შემუშავება და ამ  მიზ­ნით  საქართველოს  სახელმწიფო  უწყებებთან  თანამშრომლობა;

ბ) „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წეს­რიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების თაობაზე  ევროკავშირთან  მო­ლაპარაკების  პროცესში  ევროკავშირის  მხარესთან თანამშრომლობა.

 

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს  „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით საქართ­ვე­ლოს მხარის პოზიცია;

ბ) საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ორგა­ნი­ზა­ციებისგან მოითხოვოს კომისიის საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო ინფორმაცია;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას სამუშაო ჯგუფები და მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს პოზიციის შემუშავების პრო­ცესში საქართველოს შესაბამისი უწყებების, საქართველოს პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და შესაბამისი ექსპერტების ჩართვის თაობაზე;

დ) აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირის მხარესთან;          

ე) საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს წინადადებები ამ დადგენი­ლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

მუხლი 4. კომისიის სტრუქტურა

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) კომისიის თანათავმჯდომარეები;

ბ) კომისიის წევრები;

გ) კომისიის აღმასრულებელი სამდივნოს ხელმძღვანელი;

დ) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივანი.

 

მუხლი 5. კომისიის მუშაობის ორგანიზება

1. კომისიის თანათავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს;

ბ) პასუხისმგებელია „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასო­ცი­რების დღის წესრიგის“  ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით საქარ­თ­ველოს პოზიციის შემუშავებისა  და  ევროკავშირის მხარესთან მოლაპა­რა­კებების პროცესის საერთო ხელმძღვანელობასა და წარმართვაზე.

2. კომისიის წევრი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს „საქარ­თველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის“ ტექსტის მიღებისა და განახლების მიზნით საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში.

3. კომისიის   სამდივნოს   ფუნქციას (კომისიის სხდომების ორგანი­ზე­ბა და  გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი; ევროკავშირის მხა­რესთან უშუალო და რეგულარული კონტაქტი და მოლაპარაკებების რა­უნ­დების ორგანიზება)  ასრულებს  საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამი­ნის­ტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი.

4. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კოორდინაციას ამ დადგენილებით შექმნილი კომისიისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის საქმიანობას შორის.